მენეჯმენტი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მენეჯმენტი

ვასილ ბერიშვილი

გენერალური დირექტორი

ვასილ ბერიშვილი

გენერალური დირექტორი

 

ვასილი „სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2023 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, ვასილს ეკავა „სელფი მობაილის“ ფინანსური დირექტორის პოსტი, სადაც ის კომპანია „ჯეოსელიდან“ 2015 წელს გადმოვიდა.

 

ისეთი სპეციფიური ინდუსტრიის ზედმიწევნით ცოდნა, როგორიც ტელეკომუნიკაციებია, ვასილს შესაძლებლობას აძლევს ზუსტად განსაზღვროს კომპანიის საჭიროებები. ფინანსური დირექტორის პოსტზე ვასილის მოღვაწეობის დროს, „სელფი მობაილმა“ მიაღწია ორნიშნა ზრდას ყველაზე მნიშვნელოვანი, ძირითადი ფინანსური პარამეტრების მიხედვით. ვასილის ხელმძღვანელობით კომპანიაში დაინერგა ფინანსური დისციპლინის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ზუსტი დაგეგმარება და ასევე ERP -ის მოცულობითი პროექტი. იმედნად რამდენადაც „სელფი მობაილი“ უპირველესად ციფრული ოპერატორია, ციფრული ინდუსტრიის ცოდნა, კერძოდ კი ვასილის  მაგისტრის დიპლომი ციფრული ვალუტების სფეროში, კომპანიას ეხმარება კომპლექსური პროდუქტების შემუშავებაში.

მალხაზ ჟორჟიკაშვილი

ბიზნეს ოპერაციების დირექტორი

მალხაზ ჟორჟიკაშვილი

ბიზნეს ოპერაციების დირექტორი

 

მალხაზ ჟორჟიკაშვილი „სელფი მობაილის“ ბიზნეს ოპერაციების დირექტორის პოზიციას 2023 წლის ივნისიდან იკავებს. მალხაზის გამოცდილება ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიაში არაერთ წელს ითვლის. “სელფი”-მდე ის წარმატებით მოღვაწეობდა ქვეყნის წამყვან ტელეკომის კომპანიებში. სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობამ მას მისცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად გაცნობოდა ინდუსტრიას და წარმატებით განეხორციელებინა ისეთი ძირეული ცვლილებები, როგორებიცაა ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, ახალი პროდუქტების დანერგვა, ორი კომპანიის გაერთიანება და ბევრი სხვა.

 

მალხაზი „სელფი მობაილს“ ახალი ბრენდის დანერგვიდან მალევე შემოუერთდა. ის  მყისიერად ჩაერთო კომპანიის მიმდინარე პროცესებში და არაერთი ახალი ინიციატივის დანერგვას უწყობს ხელს.

 

მალხაზი ESM-ის მაგისტრის პროგრამის კურსდამთავრებულია და გავლილი აქვს სტოკჰოლმის KTH Royal Institute of Technology -ის IT/IP ბიზნესის კომპეტენციების განვითარების ერთწლიანი კურსი. ის ფლობს  სიღრმისეულ ცოდნას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ICT ტრენდები და გამოწვევები, დიდ მონაცემთა ანალიტიკა, ინტერნეტზე დაფუძნებული ბიზნესი, UX-დიზაინი  დააპლიკაციების განვითარება.

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიების დირექტორი

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიების დირექტორი

 

დიმიტრი „სელფი მობაილს“ 2016 წელს შემოუერთდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019 წელს კი მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში მოხდა დიდი გაერთიანება, რის შედეგადაც შეიქმნა საერთო, ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

დიმიტრისა და მისი გუნდის მიერ  განახორციელდა „სელფი მობაილის“ მომხმარებელთა მომსახურებისა და საბილინგო სისტემების ციფრული ტრანსოფრმაცია ერთიან სისტემაზე, მსოფლიოში ცნობილ კომპანია „ერიქსონთან“ ერთად.  ტრანსფორმაცია გულისხმობდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, რამდენიმე ათეული სხვადასხვა პლატფორმის მიგრაციას ერთზე, მხოლოდ 24 საათში. 2021 წლის ზაფხულში კი „სელფი მობაილმა“ გააფორმა ხელშეკრულება მობილური ქსელის ბირთვის განახლებაზე მსოფლიოში წამყვან კორპორაციასთან „ნოკია“, რაც უზრუნველყოფს მონაცამთა და ხმოვანი სერვისების უახლესი ტექნოლოგიებით გადაცემას, ისევე როგორც 5G სერვისებისთვის მზაობას.

ირაკლი ესართია

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

ირაკლი ესართია

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

 

ირაკლი „სელფი მობაილის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად 2015 წელს დაინიშნა, რის ფარგლებშიც მას ექვემდებარება იურიდული და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები, ასვე ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან. სწორედ ირაკლის და მის გუნდს უკავშირდება საქართველოში პირველი 4G ლიცენზიის მოპოვება და კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მიმართულებით. წლების განმავლობაში ირაკლი საერთაშორისო დონეზე  ხელმძღვანელობდა მაშინდელი „ვიონი ჯგუფის“ სანქცირებისა და ექსპორტის კონტროლის კომიტეტს.

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

 

ლელა „სელფი მობაილის“ პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ  საკითხთა დირექტორის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს. ლელას გამოცდილება ადამიანური კაპიტალის სფეროში ითვლის არაერთ წელს და რამდენიმე ინდუსტრიას. „სელფი მობაილში“ გადმოსვლადმე, ლელა მუშაობდა ადამიანური რესურესების მართვის დირექტორის პოსტზე საქართველოს უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიაში „პსპ ჯგუფი“, მანამდე კი ადამიანური რესურესების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელბოდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში წამყვან კომპანია UGT -ში. ლელას ასევე აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ „ბანკი რესპუბლიკა“-ში (სოსიეტე ჟენერალ ჯგუფი).

 

ლელა საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის, როგორც პროფესიის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელია და დღემდე დიდ დროს უთმობს მომავალი თაობის განათლებას ამ მიმართულებით. „სელფი მობაილში“ ლელას და მისი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში წარმატებით დაინერგა კანდიდატების შერჩევისა და კომპანიაში ინტეგრაციის წამყვანი ციფრული გადაწყვეტები, ხოლო შიდა კომუნიკაციისთვის facebook workplace -ის გამოყენებით “სელფი მობაილი” საქართველში ერთ-ერთი პირველი იყო. ლელას თაოსნობით კომპანიაში დაინერგა ღირებულებების სისტემა, რომელზეც კომპანია დღემდე დგას და ვითარდება.

 

ლელა ლექციებს კითხულობს საქართველოს რამდენიმე წამყვან უმაღლესი განათლების სასწავლებელში და HR პროფესიონალთა ასოციაციის სენატის წევრია.

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

 

სოფო „სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. “სელფი მობაილ”-ში გადმოსვლამდე სოფო მუშაობდა საქართველოს წამყვან ბანკში, სს „საქართველოს ბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორის თანამდებობაზე.  „სელფი მობაილს“ სოფო შემოუერთდა განსაკუთრებით დინამიურ პერიოდში, როდესაც კომპანიამ დაიწყო მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლება, ციფრული მიმართულებით სიახლეების დანერგვა და ციფრულ ოპერატორად გარდაქმნა. საბანკო სფეროდან, სოფო მალევე გადმოერთო მისთვის ახალ, ტექნოლოგიების მიმართულებაზე და გახდა გუნდის სრულფასოვანი წევრი. სოფოს და მისი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში „სელფი მობაილმა“ განახორციელა საიმიჯო კამპანიები, დაინერგა კომუნიკაციის ახალი არხები და კომპანია გახდა ქვეყანაში ეკონომიკური სიახლეების დღის წესრიგის ერთ-ერთი შემქმნელი.

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

 

ია „სელფი მობაილის“ ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერის თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ამავე კომპანიაში კომპლაენს სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. იას და მისი გუნდის მუშაობას „სელფი მობაილში“ უკავშირდება საქართველოსთვის ახალი მიმართულების - კომპლაენსის დანერგვა და განვითარება. იამ არა მარტო შეძლო კომპანიაში წარმატებით შეემუშავებინა ეთიკისა და კომპლაენსის დაცვისთვის საჭირო მექანიზმები, პოლიტიკები და პროცედურები, არამედ მოახდინა ეს ყველაზე მაღალი საერთაშიროსო სტანდარების დაცვით. „სელფი მობაილი” ერთ-ერთი პირველი იყო მაშინდელი „ვიონი ჯგუფის“ კომპანიებს შორის, ვინც ყველაზე სწრაფად დანერგა აშშ -ს იურიდიული დეპარტამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭირო მრავალპუნქტიანი გეგმა. ია დღესაც წარმატებით განაგრძობს ეთიკისა და კომპლაენსის მიმართულების მართვას, რომელიც მან უკვე გახადა კომპანიის განუყოფელ ნაწილად.

 

ია არის კომპლაენსის საერთაშორისო ასოციაციის მმართველობის, რისკისა და კომპლაენსის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი.

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

 

მარიკა ჭაბუკიანი „სელფი მობაილის“ მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე 2018 წელს დაწინაურდა. მანამდე, მარიკა ამავე კომპანიის აბონენტთა სატელეფონო მომსახურების გუნდის ხელმძვანელი იყო. მარიკას კარიერა „სელფი მობაილში“ კი 2007 წელს დაიწყო. კომპანიის და ინდუსტრიის საფუძვლიანი ცოდნა დაეხმარა მარიკას არა მარტო კომპანიისთვის, არამედ საქართველოს ბაზრისთვის ახალი მიმართულების - მომხმარებელთა გამოცდილების ჩამოყალიბებაში. გარდა იმისა, რომ მარიკა განასახიერებს კომპანიაში დაწყებითი პოზიციიდან, მმართველ პოზიციამდე ზრდის არაჩვეულებრივ ისტორიას, მას ასევე უკავშირდება მომხმარებლის გამოცდილების ისეთი რესურსის დანერგვა როგორიცაა „მედალია“. სწორედ „სელფი მობაილი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ხსენებული ინსტრუმენტი განავითარა და მას დადღეისოდ იყენებენ საქართველოს წამყვანი კომპანიები. მარიკა უდგას სათავეში „სელფი მობაილში“ მომხმარებლის სრულ „მოგზაურობას“ - აბონენტად გახდომიდან, შემდგომ განვითარებამდე. მარიკა აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა ახალი პროდუქტის დანერგვაში და პირველია ვინც საკუთარ თავზე ცდის იმას, რაც მომხმარებლამდე უკვე საბოლოო სახით მიდის. მარიკა არის სერტიფიცირებული ტრენერი მომსახურების სფეროში და ტრენინგებს უტარებს „სელფი მობაილის“ მომსხაურების სფეროში მოღვაწე თანამშრომლებს.

ირაკლი ჭედია

ფინანსური დირექტორი

ირაკლი ჭედია

ფინანსური დირექტორი

ირაკლი ჭედია „სელფი მობაილს“ 2023 წელს შემოუერთდა, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

„სელფი მობაილში“  გადმოსვლამდე ირაკლის ეკავა სს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული საკრედიტო რისკების ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. ირაკლის  გამოცდილება ფინანსურ სექტორში ჯამში 17 წელს ითვლის და მოიცავს სხვადასხვა პოზიციას საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში.

ირაკლი „სელფი მობაილს“ ახალი ბრენდის დანერგვისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში შემოუერთდა. ირაკლი საბანკო სექტორის სპეციფიკიდან უმალვე გადმოერთო სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის საჭიროებებზე და ძლიერ მხარდაჭერას უწევს კომპანიას ძირეული ცვლილებების დანერგვაში.

ირაკლი არის ბიზნესის მართვის მაგისტრი ფინანსების მიმართულებით. ფინანსებისა და რისკების სფეროში მისი მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, „სელფი მობაილი“ წარმატებით აგრძელებს ქვეყანაში ტელეკომუნიკაციის სფეროში უახლესი სტანდარტების დანერგვას.