Beeline-ის და Stingray-ის ერთობლივი გათამაშება - მოიგე iPhone 14
5 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ჩაერთე Beeline-ისა და Stingray-ს გათამაშებაში და მოიგე iPhone 14!
კონკურსის პირობები შემდეგია:
- გაიაქტიურე ნებისმიერი პაკეტი რომელიც Stingray Music-ს მოიცავს.
- გადმოწერე Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარე მარტივი ავტორიზაცია.
- აპლიკაციაში აირჩიე შენი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარე ფეისბუკის პირად გვერდზე ჰეშთეგით #BeelineMusic
- გათამაშების გამარჯვებული იქნება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.
კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად მოგებულმა უნდა წარადგინოს სიმ ბარათი.
არამართლზომიერი ქმედების და ფროდის რისკის შემთხვევაში, ბილაინი იტოვებს სრულ უფლებას კონკურსანტი მოხსნას გათამაშებიდან.
Stingray გლობალური ბრენდია, რომელიც უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს. Stingray Music მუსიკალური პლატფორმა 150-ზე მეტ კონკრეტული მიმართულების მქონე, მუდმივად განახლებად ფლეილისტებს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე, 200-მდე ადამიანის მიერ ყოველდღიურად იქმნება. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი გაძლევს შესაძლებლობას მოუსმინო მაღალი ხარისხის მუსიკას რეკლამების გარეშე.