ბილაინის მაღაზიები
ბილაინის მაღაზიები დროებით იკეტება
საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, აუცილებლად მიგვაჩნია მაქსიმალურად ვიზრუნოთ ყველა თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე.
ამიტომ, 20 მარტს, 18:00-დან ბილაინის ყველა მაღაზია მთელ საქართველოში დროებით დაიხურება 21 აპრილამდე და სრულად გადავა აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად:
- აპლიკაციით MyBeeline App
- ვებგვერდის მეშვეობით
- Facebook ჩატით
- ონლაინ ჩატით
სატელეფონო ცენტრი ხელმისაწვდომია 24/7, ნომერზე - 110101
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად მოვახდინოთ საქართველოში კორონავირუსის (COVID-2019) გავრცელების პრევენცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!