საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში უკვე SIM ბარათის აღდგენაც შესაძლებელია
მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისთვის, საქართველოს ფოსტის 81-ვე სერვისცენტრში შეგიძლია როგორც SIM ბარათის შეძენა, ისე აღდგენაც.
SIM ბარათის აღსადგენად აუცილებელია წარმოადგინო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა.
ნომრის აღდგენის ღირებულებაა 2₾. გადახდა შასაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიე ბმულს.