ტარიფების „ყვითელი, „მწვანე“, „ლურჯი“ და „წითელი“ გაუქმება
ძვირფასო აბონენტებო!
გაცნობებთ, რომ 1 თებერვლიდან უქმდება ტარიფები „ყვითელი, „მწვანე“, „ლურჯი“ და „წითელი“.
აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ ტარიფით „ყვითელი“, ტარიფის ავტომატური განახლების დროს, გაუაქტიურდებათ ტარიფი „ყვითელი მაქსი“:
- 500 MB
- ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში
- 50 წუთი სხვა მობილურ ოპერატორებთან
- 50 SMS
პირველადი ჩართვის საფასური შეადგენს 2 ლარს. მომდევნო თვეებში ტარიფის პროლონგაცია მოხდება სტანდარტულ ფასად - 3 ლარად.
აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ ტარიფით „მწვანე“, ტარიფის ავტომატური განახლების დროს, გაუაქტიურდებათ ტარიფი „მწვანე მაქსი“:
- 700 MB
- ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში
- 200 წუთი სხვა მობილურ ოპერატორებთან
- 700 SMS
ტარიფის ყოველთვიური საფასური შეადგენს 6 ლარს. (პირველი აქტივაციისას მოხდება 7 ლარის ჩამოკლება. ტარიფების საფასურის სხვაობა - 1 ლარი, დაგიბრუნდებათ ბალანსზე მომდევნო 3 დღის განმავლობაში).
აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ ტარიფით „ლურჯი“, ტარიფის ავტომატური განახლების დროს, გაუაქტიურდებათ ტარიფი „ლურჯი მაქსი“:
- 1,5 GB
- ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში
- 300 წუთი სხვა მობილურ ოპერატორებთან
- ულიმიტო SMS
ტარიფის ყოველთვიური საფასური შეადგენს 10 ლარს.
აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ ტარიფით „წითელი“, ტარიფის ავტომატური განახლების დროს, გაუაქტიურდებათ ტარიფი „წითელი მაქსი“:
- 3 GB
- ულიმიტო წუთები ყველა მობილურ ოპერატორთან
- ულიმიტო SMS
ტარიფის ყოველთვიური საფასური შეადგენს 25 ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის ავტომატური განახლების დროს, ბალანსზე არ იქნება ახალი ტარიფის აქტივაციისთვის საკმარისი თანხა, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას, ტარიფის თავიდან გასააქტიურებლად. თუ 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება ტარიფის დეაქტივაცია და ნომერზე ამოქმედდება სტანდარტული ტარიფი:
- 1 MB - 0,10 ₾
- 1 SMS - 0,01 ₾
- 1 წუთი - 0,10 ₾
- ზარის წამოწყების ღირებულება - 0,10 ₾
ტარიფებზე დეტალური ინფორმაციის ნახვა და მათი გააქტიურება შეგიძლია აქ.