ცვლილება მომსახურებაში „ბილაინ კრედიტი“
ძვირფასო აბონენტებო!
გაცნობებთ, რომ 25 იანვრის 06:00 საათიდან იცვლება მომსახურება „ბილაინ კრედიტი“-ის პირობები:
კრედიტის თანხა იქნება 5 ₾, ნაცვლად 3 ₾-სა, ხოლო მომსახურების საფასური 0,50 ₾, ნაცვლად 0,30 ₾-სა.
ეს ნიშნავს, რომ ბილაინ კრედიტის აღების შემთხვევაში, ბალანსზე დაირიცხება 4,50 ₾, რომლის გამოყენება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში.
დანარჩენი პირობები რჩება უცვლელი:
- კრედიტის გამოყენება შეგიძლია 3 დღის განმავლობაში;
- კრედიტის დავალიანების დაფარვა საჭიროა მისი აქტივაციიდან 30 დღის განმავლობაში ერთიანად ან ეტაპობრივად;
- თუ გაქვს ბილაინ კრედიტის დავალიანება, ბალანსის შევსებისას ან პაკეტის/ტარიფის შეძენისას, პირველ რიგში მოხდება დავალიანების დაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხით შეივსება ბალანსი;
- ბილაინ კრედიტის განმეორებით აღება შეგიძლია კრედიტის დავალიანების დაფარვისთანავე;
- ბილაინ კრედიტის აღება შეგიძლია, თუ 1 თვეზე მეტია რაც ნომერს იყენებ;
- ბილაინ კრედიტის აღება შეგიძლია, თუ ნომრის ბალანსი 20 ₾-ზე ნაკლებია;
- ბილაინ კრედიტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.
აქტივაცია: *141#
კრედიტის დავალიანების შემოწმება: *147#
მომსახურება „ბილაინ კრედიტი“-ს აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ვებგვერდიდან და თვითმომსახურების ციფრული ტერმინალიდან (ბილაინის მაღაზიებში).