სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია
სელფი მობაილი, უკვე ტრადიციულად, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს პარტნიორია. Ad Black Sea 2024 ბათუმში 12-15 სექტემბერს იმართება. წელს ფესტივალს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს.
ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან. სელფის მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ Ad Black Sea 2024.