პირველად საქართველოში, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
5G სელფის ქსელშია! თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 5G ინტერნეტით გუდაურსა და ბაკურიანში. ასევე თბილისში - დიდუბესა და დიდ დიღომში.
5G მეხუთე თაობის უკაბელო ქსელის ტექნოლოგიაა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება. იგი გამოირჩევა გაცილებით სწრაფი ინტერნეტით, დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალი გამტარუნარიანობით და დაბალი დაყოვნებით (latency), ვიდრე მისი წინამორბედი ტექნოლოგიები.
სელფის 5G ინტერნეტი თბილისში, საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.
სელფი 5G-ს ნერგავს კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიებით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის სრულყოფილად დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.
თქვენს ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს 5G-ის შესახებ იპოვით აქ FAQ