კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლების თარიღი 03.2024
შპს “სელფი მობაილ“ (ს/ნ 204450584 მისამართი, საქართველო ქ.თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ბამბის რიგი №8, საკონტაქტო ნომერი 110101 ან +995322200611), შემდეგში - „ჩვენ“ წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის წარმოვადგენთ თქვენი (მონაცემთა სუბიექტი) პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
ტერმინთა განმარტება
პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით.
მონაცემთა დამუშავება - როგორც ავტომატური ისე არაავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე) საშუალებებით, მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერ მოქმედება, მათ შორის მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ვიდეო ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, ასევე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - ფიზიკური პირი, ან იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით.
პროფაილინგი - მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკური პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლის შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზს და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.
შესავალი
უპირველეს ყოვლისა გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა. პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
წინამდებარე დოკუმენტით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფუძვლებით და მიზნებით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რა სახის მონაცემებს ვაგროვებთ, ვისთან ვაზიარებთ, რა ვადით ვინახავთ, მონაცემთა დაცვის რა საშუალებები გაგვაჩნია და თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს რა უფლებები გაქვთ ამ პროცესში.
პოლიტიკის პირობები ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელსაც განზრახული აქვს ისარგებლოს, ან სარგებლობს (ან/და სარგებლობდა) ჩვენი მომსახურებებითა და პროდუქტებით, იყენებს ჩვენს ვებგვერდს, პირად კაბინეტს, მობილურ აპლიკაციას, მოგვმართავს ჩვენი მაღაზიების და სხვადასხვა არხების საშუალებით.
თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი რომელიმე მომსახურებით/პროდუქტით, იგულისხმება, რომ სრულად გაეცანით წინამდებარე პოლიტიკას.
მონაცემების დამუშავების საფუძვლები
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დადება;
- ჩვენზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
- ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის დაცვა;
- თქვენი თანხმობა.
ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია თაღლითური და უკანონო ქმედებებისგან ჩვენი ქსელის დაცვა, ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების სრულყოფა, განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, თქვენი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა და სხვა.
მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებით:
- თქვენი იდენტიფიცირება და ხელშეკრულების გაფორმება;
- შესაბამისი მომსახურების ან პროდუქტის მოწოდება;
- მომსახურებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციით (პირობების ცვლილება, მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვა და სხვა) თქვენი უზრუნველყოფა;
- თქვენი ანგარიშის მართვა;
- მომსახურების ხარისხის განსაზღვრა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გაუმჯობესება;
- საკომუნიკაციო ქსელის დაცვა, თაღლითური, შეურაცხმყოფელი, ბოროტი განზრახვის, ან პოტენციურად უკანონო ქმედებათა გამოვლენა და მათი აღკვეთა;
- თქვენს შეკითხვებზე, მოთხოვნებზე, განცხადებებსა და პრეტენზიებზე რეაგირება;
- კმაყოფილების კვლევა, საჭიროებების განსაზღვრა, ახალი პროდუქტების შექმნა;
- ჩვენი მომსახურების სრულყოფა და გაუმჯობესება;
- ჩვენი საკუთრებისა და უსაფრთხოების, ასევე ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვა;
- თქვენთან კომუნიკაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;
- მონაცემთა ავტომატური დამუშავება/პროფაილინგი;
- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირება/მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
მონაცემები, რომლებსაც თქვენს შესახებ ვამუშავებთ
თქვენი მხრიდან პერსონალური მონაცემების მოწოდება წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ პირობას, შესაბამისი მონაცემების წარმოდგენის გარეშე, ჩვენ ვერ მოვახდენთ თქვენს იდენტიფიცირებას და მომსახურების გაწევას.
არასრულწლოვანის მონაცემები შესაძლებელია დამუშავდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
მონაცემები შესაძლოა შევაგროვოთ უშუალოდ თქვენგან, ან ავტომატურად, თქვენს მიერ ჩვენი მომსახურებებითა და პროდუქტებით სარგებლობის შედეგად. მონაცემებს ასევე მოვიპოვებთ თქვენთან სატელეფონო/სოციალური ქსელით/ონლაინ ჩათით კომუნიკაციის დროს და მაშინ, როდესაც სტუმრობთ ჩვენს მაღაზიებს, ვებგვერდს, ან/და მონაწილეობას იღებთ ჩვენს აქციებში და გათამაშებებში.
თქვენი მონაცემები შესაძლოა მოვიპოვოთ ასევე მესამე პირებისგან, მაგალითად საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი სხვა ოპერატორებისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისგან ან/და საჯარო უწყებებისგან.
ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი სახის მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს - სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები; ბიომეტრიული მონაცემები, რომლებსაც მოვიპოვებთ დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში; ელ.ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, სააბონენტო/საკონტაქტო ნომერი;
- ფინანსურ ინფორმაციას - სააბონენტო ბალანსზე განხორციელებული დარიცხვები (თანხა/ერთეული/ბონუსი), გადახდები და სხვა აქტივობები; მომსახურებების/პროდუქტების დასახელებები, მათი შეძენის დრო/თარიღი; საბანკო ბარათით სარგებლობა და გადახდები, მონაცემები დავალიანების შესახებ;
- სხვა დოკუმენტებს - დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენაც საჭიროა თქვენი უფლებამოსილების დასადასტურებლად (მინდობილობა, განცხადება და სხვა);
- კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს - ინფორმაცია სააბონენტო ნომრების შესახებ, რომლებთანაც ახორციელებთ კომუნიკაციას (რეკავთ, აგზავნით შეტყობინებას) და რომლებიც თავად გირეკავენ, გიგზავნიან შეტყობინებებს; ინფორმაცია მომსახურების სახის, კომუნიკაციის თარიღის, დროის და ხანგრძლივობის შესახებ, თქვენი მოწყობილობის მიახლოებითი ადგილმდებარეობა (გეოლოკაცია), ასევე ტრაფიკის მონაცემები.
- შიდა მოხმარების და ტექნიკურ იდენტიფიკატორებს - შიდა საიდენტიფიკაციო ნომერი (contract ID), სიმ-ბარათის მაიდენტიფიცირებელი ნომერი (IMEI), საერთაშორისო ინდივიდუალური ნომერი (IMSI), ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, და სხვა.
- ვიდეო ჩანაწერებს- ჩვენს მაღაზიებში დამონტაჟებული კამერების საშუალებით გადაღებული ვიზუალური გამოსახულების ჩანაწერები;
- კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით (სოციალური ქსელი, ვებგვერდი, ონლაინ ჩათი, ელ.ფოსტა), მათ შორის ჩვენს მაღაზიებში თქვენი ვიზიტის საფუძველზე მოპოვებულ მონაცემებს (მომართვები, განცხადებები) ჩვენს წარმომადგენელსა (ცხელი ხაზი, მომხმარებლის მხარდაჭერა) და თქვენს შორის შემდგარი კომუნიკაციის ჩანაწერებს;
- ქცევით მონაცემებს - ინფორმაცია თქვენს მიერ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების გამოყენების თაობაზე.
- კმაყოფილების კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით თქვენი გამოკითხვის შედეგები, სურვილები და მოთხოვნები.
პირდაპირი მარკეტინგი
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე (თუ თქვენ არ განაცხადებთ უარს) მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი და სხვადასხვა კომპანიების პროდუქტების, მომსახურებების, აქციების, ფასდაკლებებისა და თქვენზე სპეციალურად მორგებული შეთავაზებების შესახებ. შეტყობინებებს მიიღებთ ჩვენგან, ან ჩვენი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან, SMS, ხმოვანი, ან ელექტრონული შეტყობინების სხვა ფორმით (მათ შორის და არამხოლოდ mms, email).
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი სააბონენტო ნომერი, ელ. ფოსტა, ლოკაცია, ასაკი, სქესი, თქვენს მიერ ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და სხვა მონაცემები იმისთვის, რომ თქვენთან კომუნიკაცია მაქსიმალურად მოვარგოთ თქვენს ინტერესებს.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში, ისე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი, ან ხელახლა დაეთანხმოთ როგორც ჩვენგან, ისე ჩვენი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებას, ჩვენს ვებგვერდზე მითითებული შესაბამისი წესით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაცხადებთ უარს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც გულისხმობს, რომ აღარ მიიღებთ სარეკლამო შეტყობინებებს ჩვენგან, ან ჩვენი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან, ან/და არცერთი მათგანისგან, იმის შესაბამისად, ჩვენს შეტყობინებებზე განაცხადეთ უარი, პარტნიორი/კონტრაქტორების, თუ ორივეს შეტყობინებებზე.
სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე უარი ვერ შეაჩერებს სხვა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ინიცირებული შეტყობინებების (SMS) თქვენთვის გამოგზავნას. ასეთ შეტყობინებებზე უარი უნდა განაცხადოთ უშუალოდ მათ მიერ განსაზღვრული წესებით.
ისეთი საინფორმაციო (სისტემური) SMS შეტყობინებები, როგორიც არის ბალანსის შევსების/ამოწურვის, მომსახურების აქტივაცია/დეაქტივაციის და ა.შ. თქვენ კვლავ გამოგეგზავნებათ, იგივე პრინციპი ვრცელდება ბანკის ტრანზაქციების შესახებ SMS-ებზე.
პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარება
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით და საფუძვლებით, ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები
- მომსახურების გამწევ პირებს(დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები), რომლებიც გვეხმარებიან თქვენთვის მომსახურების მოწოდებაში, მისი ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებაში;
- სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ჩვენს პარტნიორებს და კონტრაქტორებს, რომლებთან ერთადაც ვქმნით საერთო პროდუქტებს, ან/და ვთანამშრომლობთ თქვენთვის დამატებითი შესაძლებლობების, შემოთავაზების/მოწოდების მიზნით.
ზემოთ აღნიშნული პირების საქმიანობა ძირითადად უკავშირდება საინფორმაციო-ტექნოლოგიური (IT), ტექნიკური, პროგრამული, საგადახდო, სარეკლამო, სხვადასხვა კონტენტისა და საკონსულტაციო მომსახურებათა უზრუნველყოფას.
- ავტორიზებულ პირებს - სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს;
- სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს;
ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო რეპუტაციის მქონე კომპანიებთან, მონაცემების მათთვის გაზიარებამდე ვამოწმებთ მათ შესაბამისობას მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფთ, რომ მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად და ვუზიარებთ მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელ მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც მათი მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ თავდაპირველი, ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნით.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ჩვენი საქმიანობის ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავაზიაროთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნებში არსებულ კომპანიებთან. მონაცემთა დაცვის განსხვავებული კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში გაზიარების შემთხვევაში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, ჩვენ უზრუნველყოფთ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს შესაბამის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მივიღებთ მონაცემთა უსაფრთხო გადაცემისთვის აუცილებელ ზომებს და გავაზიარებთ მონაცემებს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში.
პერსონალური მონაცემების შენახვა
თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ხანგრძლივობა განისაზღვრება მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად აუცილებელი ვადით, ან კანონმდებლობით დადგენილი ვადით:
- საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე სხვა მონაცემები, რომელსაც სააბონენტო ხელშეკრულება მოიცავს ინახება ხელშეკრულების შეწყვეტიდან- 4 წელი.
- გადახდების, მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი ინახება მომსახურების გაწევიდან ან კომუნიკაციის განხორციელებიდან - 4 წელი.
მონაცემების უსაფრთხოების დაცვა
ჩვენ დანერგილი გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების ზომები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. შემუშავებული გვაქვს შიდა პოლიტიკები და პროცედურები იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და დავიცვათ შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნები.
თქვენი უფლებები
მონაცემთა დამუშავების პროცესში თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
- მოითხოვოთ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მონაცემებს ვფლობთ თქვენს შესახებ და მიიღოთ აღნიშნული მონაცემების ასლები;
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე - რა სახის მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ, დამუშავების მიზნები და საფუძვლები, მოპოვების გზები, შენახვის ვადები, ან ასეთი ვადების განსაზღვრის კრიტერიუმები, ვის გადაეცა თქვენი მონაცემები (გადაცემის მიზანი და საფუძველი), ინფორმაცია ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, ან გამოყენებული ლოგიკის შესახებ, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
- მოგვმართოთ მონაცემ(ებ)ის გასწორების/შევსების/განახლების მოთხოვნით, თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემ(ებ)ი არაზუსტი, არასრული, ან მოძველებულია;
- ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა;
- მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- მოგვმართოთ მონაცემების დაბლოკვის მოთხოვნით;
- მოითხოვოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების, რომლებიც ავტომატურად მუშავდება, სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიღება (თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია) ან ამ მონაცემების სხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას და დავაკმაყოფილებთ მას (თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი) მოთხოვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა სათანადო დასაბუთების საფუძველზე, შესაძლოა გაგრძელდეს, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. თუ მოთხოვნა ეხება მონაცემთა დაბლოკვას, ჩვენს გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
მნიშვნელოვანია იყოთ ინფორმირებული, რომ თქვენ შესაძლოა უარი გეთქვათ ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგალითად თუ თქვენ მოითხოვთ მონაცემების წაშლას, ან განადგურებას და ჩვენ გაგვაჩნია მონაცემთა დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი, რის თაობაზეც მოგაწვდით ინფორმაციას მოთხოვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. ჩვენ განვმარტავთ უარის საფუძველს და გაცნობებთ გასაჩივრების წესს.
თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავების შეწყვეტის/დაბლოკვის/წაშლის/განადგურების შესახებ თქვენი მოთხოვნის რეალიზებამ, შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი მომსახურების/ ხელშეკრულების შეწყვეტა.
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია
მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია წერილობითი ფორმით, ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში.
წინამდებარე პოლიტიკასთან და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგ ელ.ფოსტაზე - DPO@cellfie.ge ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 110101 ან +995322200611.
გასაჩივრების უფლება
თუ მიიჩნევთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას რაიმე ფორმით ირღვევა თქვენი უფლება, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიტიკის სამომავლო ცვლილება
კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შესაძლოა პერიოდულად შევიდეს ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, განახლების თარიღს მივუთითებთ პოლიტიკის პირველ გვერდზე. მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას.