პირდაპირი მარკეტინგი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

პირდაპირი მარკეტინგი

გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონის შესაბამისად იცვლება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები. უფრო კონკრეტულად, ცვლილება ეხება სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღებას.

 

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ დროს განაცხადოთ  უარი ან ხელახლა დაეთანხმოთ სარეკლამო შეტყობინებების მიღებას, როგორც სელფისგან, ისე პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან შემდეგი ფორმით: გამოაგზავნოთ პასუხი 95207-დან მიღებულ SMS შეტყობინებაზე (დეტალური ინსტრუქცია მოცემულია შეტყობინების ტექსტში) ან ისარგებლოთ შემდეგი კომბინაციებით:

 

  • თუ გსურთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება მხოლოდ სელფისგან აკრიფეთ *525*1#
  • თუ გსურთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება მხოლოდ სელფის პარტნიორებისა და კონტაქტორებისგან აკრიფეთ *525*2#
  • თუ გსურთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება სელფის, ასევე მისი პარტნიორებისა და კონტაქტორებისგან აკრიფეთ *525*3#
  • თუ არცერთი მათგანისგან არ გსურთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება აკრიფეთ *525*4#

 

სელფის (შპს „სელფი მობაილ“ ს/კ 204450584) მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს:

 

პირდაპირ მარკეტინგი მოიცავს თქვენთვის სელფისა და  სხვადასხვა  კომპანიების პროდუქტების, მომსახურებების, აქციების, ფასდაკლებებისა და თქვენზე სპეციალურად მორგებული  შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ნომრით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე, იქნება ეს SMS, ხმოვანი, თუ ელექტრონული შეტყობინების სხვა ფორმით (მათ შორის და არამხოლოდ mms,  email).

 

პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი შემდეგი მონაცემები:  სააბონენტო ნომერი, ელ. ფოსტა,  ლოკაცია, ასაკი, სქესი, თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და სხვა მონაცემები იმისთვის, რომ თქვენთან კომუნიკაცია მაქსიმალურად მოვარგოთ თქვენს ინტერესებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ უარს განაცხადებთ  სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, რაც გულისხმობს, რომ თქვენ აღარ მიიღებთ   სარეკლამო შეტყობინებებს სელფისგან, ან სელფის პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან, ან/და  არცერთი მათგანისგან, იმის შესაბამისად თუ კონკრეტულად რომელი კომპანიის მიერ გამოგზავნილ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე განაცხადეთ  უარი.

 

სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე ჩვენთვის გაცხადებული უარი ვერ შეაჩერებს სხვა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ინიცირებული შეტყობინებების (SMS) თქვენთვის გამოგზავნას. ასეთ  შეტყობინებებზე უარი უნდა განაცხადოთ უშუალოდ  მათ მიერ განსაზღვრული წესებით. თითოეულ ასეთ შეტყობინებას თან ახლავს ინსტრუქცია, თუ როგორ შეგიძლიათ აკრძალოთ შეთავაზების მიღება.

 

საინფორმაცია სახის (სისტემური) SMS შეტყობინებები კვლავ გამოგეგზავნებათ, როგორიცაა ბალანსის შევსების/ამოწურვის, მომსახურების აქტივაცია/დეატივაციის და ა.შ. იგივე პრინციპი ვრცელდება ბანკის ტრანზაქციების შესახებ SMS-ებზე.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა