კონფიდენციალურობის განაცხადი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

კონფიდენციალურობის განაცხადი

 

მადლობა, რომ სარგებლობთ სელფი მობაილის მომსახურებებითა და პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს მომსახურებას იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადის პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით (მათ შორის შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა). აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი ვრცელდება სელფი მობაილის ყველა ვებ-გვერდზე, აპლიკაციასა (მობილური აპლიკაციის ჩათვლით) და ჩვენს მიერ შეთავაზებულ ყველა პროდუქტზე.

 

ჩვენ და ჩვენი აფილირებული პირები ვალდებულებას იღებენ, დაიცვან პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პირობები, რომ თქვენთვის განგვემარტა, თუ როგორი ტიპის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ მომხმარებლებისგან, ასევე, თუ რა მიზნით შეაგროვებს, გადასცემს ან გაამჟღავნებს სელფი მობაილი ამ მონაცემებს.

 

პირობების მიზანია განგიმარტოთ თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე.

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები არ ვრცელდება ნებისმიერ ისეთ ინტერნეტ ვებგვერდზე, რომლებზე ბმულსაც ეს ვებ გვერდი შეიცავს, მაგრამ კონტროლირდება მესამე პირების მიერ, რომლებიც არ არიან აფილირებული სელფი მობაილთან (შემდგომში -მესამე პირების ვებ-გვერდები). ასეთ შემთხვევაში, თქვენ თავად უნდა გაეცნოთ მესამე პირების ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის განცხადებებს, რადგან სელფი მობაილი არ არის პასუხისმგებელი და არ აკონტროლებს მესამე პირების ვებ-გვერდების შემცველობას ან კონფიდენციალურობის განაცხადს. პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ,რეგულარულად გაეცნოთ მას.

 

მონაცემების დამუშავება

მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური,ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

 

მონაცემები, რომლებსაც შენს შესახებ ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, პირადობის მოწმობის მონაცემებს (დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, მისი მოქმედების ვადა, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება) მომსახურების გაწევის მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული მეილი, სააბონენტო ნომერი), საბანკო ბარათის და ბილინგის ინფორმაციას (აღნიშნული ინფორმაციის შენახვა ხდება პარტნიორი ბანკის მიერ, სწორედ პარტნიორია პასუხისმგებელი აღნიშნულ მონაცემთა უსაფრთხოებაზე).

 

ჩვენ ვიყენებთ მოკლე საინფორმაციო ფაილებს (cookies), რომ შევაგროვოთ ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებისა და ჩვენი მომსახურების მომხმარებლების შესახებ. კერძოდ, როდესაც თქვენ შედიხართ ჩვენს ვებ-გვერდზეჩვენ ავტომატურად ვინახავთ თქვენს შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი IP მისამართი, browser–ის ტიპი, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პლატფორმის ტიპი, ვებ-მისამართი, რომლიდანაც ეწვიეთ ჩვენს გვერდს და რომელზეც გადახვალთ, მას შემდეგ რაც დატოვებთ ჩვენს ვებ-გვერდს, თარიღი და დრო, და ერთი ან მეტი cookies, რომელიც ერთმნიშველოვნად ახდენს თქვენი browser-ის ან ანგარიშის იდენტიფიცირებას. როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა ჩვენს მომსახურებებზე მობილური მოწყობილობის გამოყენებით, ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ან შევაგროვოთ თქვენი მობილური მოწყობილობის ID (UDID), მობილური ოპერატორი, მობილური მოწყობილობის მწარმოებელი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისა და აქტივობების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც გვაქვს თქვენს შესახებ შენახული, პერსონალური მონაცემების ჩათვლით და შეგვიძლია დავუკავშიროთ თქვენს მომხმარებლის სახელს (username).

 

მონაცემთა დამუშავების მიზნები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების, გაუმჯობესებისთვის - ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას იმისთვის, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურებები, გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ჩვენს მომსახურებებთან და მეილებთან დაკავშირებული დადებითი სამომხმარებლო გამოცდილება.

  

თქვენთვის ელექტრონული მეილებისა და SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად ჩვენი მომსახურებების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს; თაღლითური, შეურაცხმყოფელი, ბოროტი განზრახვის ან პოტენციურად უკანონო ქმედებათა გამოსავლენად და აღსაკვეთად, ჩვენს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ადმინისტრირების და სხვა მიზნებისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

 

პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება

ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ და გადავცეთ თქვენს შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები და ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩვენს კომერციულ და როუმინგ პარტნიორებს რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზეც ვუზრუნველყოფთ მომსახურებათა ჯეროვნად შესრულებას, ასევე მესამე პირებს, რომელთაც ოპერატორისგან მინიჭებული აქვთ დავალიანების ამოღების უფლება, საკრედიტო ბიუროებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოებს.

 

განგიმარტავთ, რომ პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, (ა) რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო და (ბ) რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.

 

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ დავიცავთ ყველა მომხმარებლის კონფიდენციალურობას, ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შესაბამისობაშია მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ჩვენ შემუშავებული გვაქვს შიდა პოლიტიკა და პროცედურები იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შევასრულოთ შესაბამისი წესებისა და ნორმების მოთხოვნები. ჩვენი თანამშრომლები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ პოლიტიკას, პროცედურებს, წესებსა და ნორმებს.

 

ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთთ და ვინახავთ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის. ჩვენ მიერ მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე, რაც ჩვენი აზრით აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის, ჩვენი საქმიანობის წარმართვისთვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მომხმარებლის მიერ სელფი მობაილს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, სელფი მობაილის ვებ-გვერდი) საშუალებით, არ წყდება მომხმარებლის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება სელფი მობაილის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

 

დროდადრო ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან ჩვენთვის გარკვეული მომსახურებების მოწოდების თაობაზე ან იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ ჩვენი მომსახურებებით და პროდუქტებით. ამ ხელშეკრულებების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ, მაგრამ ისინი ვალდებული არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ იგი მხოლოდ ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნებით.

 

პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება

თქვენ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შედეგად ეთანხმებით ჩვენი საქმიანობის, ტარიფებისა და მომსახურებების შესახებ სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთი შეტყობინების მიღებაზე შესაბამისი ფორმით.

 

მესამე მხარისაგან ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვებ-გვერდზე მუშაობის დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით ზემოთხსენებულ საკითხზე.

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ განვსაზღვროთ და შევცვალოთ სესიის მოქმედების ვადა და პირობები.

 

ინფორმაცია ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებით

ამ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, ჩვეულებრივი ფუნქციონირებისას, აგროვებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული მონაცემები არის ის მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაეცემა ხოლმე (TCP/IPპროტოკოლზე დაფუძნებული) ინტერნეტით სარგებლობისას.

 

ეს ინფორმაცია არ გროვდება შესაბამის პირებზე მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და დახარისხების გზით, შესაძლებელია მისი მეშვეობით მოხდეს ინტერნეტ გვერდების მომნახულებელი მომხმარებლების იდენტიფიცირება.

 

ამ ტიპის ინფორმაცია მოიცავს ვებგვერდზე შემსვლელი მომხმარებლების კომპიუტერების ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს (IP address) და დომენების სახელწოდებებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (რესურსების იდენტიფიცირების ერთიან ფორმატში – URL ფორმატი) მოთხოვნის დროს, მეთოდი რომლის მეშვეობითაც ხდება მოთხოვნის მიწოდება სერვერისთვის, პასუხად მიღებული ფაილის ზომა, სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის მდგომარეობის ამსახველი ციფრული კოდი (დასრულებულია წარმატებით, შეცდომებით, ა.შ.) და სხვა პარამეტრები, რომელბიც დაკავშირებულია ოპერაციულ სისტემასთან და მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციის მიზნებისთვის, რაც შეეხება ვებგვერდის გამოყენებას და ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კონტროლს.

 

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირების დასადგენად, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ქმედებებისა, რომლებიც მიიჩნევა კომპიუტერულ დანაშაულად და რომლებიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდსან IT ინფრასტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ან ბმულებით გადასასვლელ ვებგვერდებს. თუ ასეთი გამოძიება არ მიმდინარეობს, ინტერნეტ ქსელთან კავშირის ამსახველი მონაცემები ნადგურდება რამდენიმე დღეში.

 

მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)

სელფი მობაილის ვებგვერდი შეიცავს ქუქის. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენ მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებ-გვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

 

არსებობს ორი ტიპის ქუქი. პირველი ტიპი, რომელსაც მყარ ქუქის (persistent cookies) უწოდებენ, ინახავს ფაილს თქვენ მყარ დისკზე გარკვეული დროით. სელფი მობაილი იყენებს მყარ ქუქის იმისათვის, რომ დააფიქსიროს მნახველის ნავიგაცია ვებგვერდზე და შეაგროვოს სტატისტიკური მონაცემები.

 

ქუქის სხვა ტიპი, რომელსაც სესიის ქუქი (session cookie) ეწოდება, ინახება მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, რა დროშიც თქვენ ახდენთ ნავიგაციას ვებგვერდზე. სელფი მობაილის ინტერნეტ მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ უნდა დაეთანხმოთ სესიის ქუქის გამოყენებას. სესიის ქუქის სელფი მობაილი იყენებს იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო როდესაც თქვენ დატოვებთ სელფი მობაილის ვებგვერდს ან დახურავთ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) – სესიის ქუქი თავისით წაიშლება.

 

თუ თქვენ არ დაეთანხმებით ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სანავიგაციო პროგრამის (Interenet Explorer, Mozila Firefox, Google Crome და სხვა) უსაფრთხოების რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ დაეთანხმებით სესიის ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ ვერ შეძლებთ საბანკო ტრანზაქციების და სხვა მოქმედებების შესრულებას სელფი მობაილის ვებგვერდზე.

 

დამუშავების პროცედურები და უსაფრთხოების ღონისძიებები ვებ-გვერდით სარგებლობისას

პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. ცალკეული მომსახურებებისთვის განკუთვნილვებგვერდის განყოფილებებში, სადაც აუცილებელია მოსარგებლე მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების შეტანა, ხდება მონაცემთა დაშიფვრა უსაფრთხო მიერთების პროტოკოლად (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით. SSL ტექნოლოგია კოდებად გარდაქმნის ინფორმაციას მის ინტერნეტში გაგზავნამდე, მომხმარებლის კომპიუტერსა და სელფი მობაილის ცენტრალურ სისტემებს შორის. შედეგად ეს ინფორმაცია გაუგებარი ხდება არაუფლებამოსილი პირებისთვის და ამ გზით ხდება გადაცემული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა (browser) იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით სელფი მობაილის ცენტრალურ სისტემებთან.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა