პირდაპირი მარკეტინგი
2025 წლის 23 ივლისიდან იცვლება მარკეტინგული შეთავაზებების მიღების პირობები. განახლდა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, გაიზარდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასამუშავებელი მონაცემების მოცულობა. დაკონკრეტდა, იმ კომპანიების საქმიანობის კატეგორიები, რომელთა შეთავაზებებიც გამოგეგზავნებათ. თუ თქვენ გაცხადებული გქონდათ თანხმობა მარკეტინგული შეთავაზებების მიღებაზე, საჭიროა ხელახლა დათანხმება.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი ან ხელახლა დაეთანხმოთ მარკეტინგული შეთავაზებების მიღებას - სელფისგან/სხვა კომპანიებისგან შემდეგი ფორმით: გამოაგზავნოთ პასუხი 95207-დან მიღებულ SMS შეტყობინებაზე (დეტალური ინსტრუქცია მოცემულია შეტყობინების ტექსტში) ან ისარგებლოთ შემდეგი კომბინაციებით:
თანახმა ვარ მივიღო მარკეტინგული შეთავაზებები სელფისგან/ სხვა კომპანიებისგან *525*5#
არ ვარ თანახმა მივიღო მარკეტინგული შეთავაზებები სელფისგან/ სხვა კომპანიებისგან *525*6#
სელფის (შპს „სელფი მობაილ“ ს/კ 204450584) მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს:
პირდაპირი მარკეტინგი მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, სელფისა და სხვა კომპანიების, ინდივიდუალური შეთავაზებების, ასევე სელფისა და მისი პარტნიორები კომპანიების ერთობლივი შეთავაზებების შესახებ (კომპანიების საქმიანობის კატეგორიები შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში), თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას - პროდუქტების, მომსახურებების, აქციების, გათამაშებების, ფასდაკლებებისა და თქვენზე სპეციალურად მორგებული შეთავაზებების თაობაზე.
შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ Cellfie-ს ან/და სხვა კომპანიების სახელით, Cellfie-ს საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, როგორიცაა: სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS), ხმოვანი შეტყობინება, ან სხვა სახის ელექტრონული კომუნიკაცია (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: ელ.ფოსტა, მულტიმედიური შეტყობინება (MMS), push შეტყობინება აპლიკაციასა და ვებგვერდზე).
პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი შემდეგი მონაცემები:
- სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა;
- სააბონენტო/საკონტაქტო ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი;
- კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარებისა და შეტყობინებების დრო, ხანგრძლივობა, გამოყენებული მოწყობილობა, გეოლოკაცია, ინტერნეტ ტრაფიკი, ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური ლოგები (IP) და სხვა იდენტიფიკატორები);
- მომსახურების/პროდუქტის მოხმარების და გადახდების შესახებ ინფორმაცია;
- ელექტრონული ქსელის გამოყენებით ვებგვერდებზე წვდომის ინფორმაცია;
- პროფაილინგისა და სეგმენტაციის მონაცემები, მათ შორის ქცევითი და ინტერესებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
იმ შემთხვევაში, თუ უარს განაცხადებთ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ აღარ მიიღებთ სარეკლამო შეტყობინებებს - სელფისგან/სხვა კომპანიებისგან.
სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე ჩვენთვის გაცხადებული უარი არ შეაჩერებს სხვა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ინიცირებული შეტყობინებების (sms) თქვენთვის გამოგზავნას, ასეთ შეტყობინებებზე უარი უნდა განაცხადოთ უშუალოდ მათ მიერ განსაზღვრული წესით.