კონფიდენციალურობის შეტყობინება სელფის აპლიკანტებისთვის

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

კონფიდენციალურობის შეტყობინება სელფის აპლიკანტებისთვის

კონფიდენციალურობის შეტყობინება სელფის აპლიკანტებისთვის

დასაქმებასთან დაკავშირებული განაცხადის გამოგზავნით  ჩვენ (შპს „სელფი მობაილი“ ს/კ 204450584) როგორც „დამსაქმებელი“, ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 

 

მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ

განაცხადის გამოგზავნით გვიზიარებთ შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ნომერი, რეზიდენტობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სოციალური ქსელ(ებ)ის თქვენი პირადი პროფილ(ებ)ი და სხვა სახის  ინფორმაცია,  რომელსაც რეზიუმეს სახით ნებაყოფლობით გვიგზავნით (ფოტოსურათი, პროფესია, განათლება, სამუშაო გამოცდილება და სხვა).

 

მონაცემთა დამუშავების მიზანი

ჩვენს მიერ  პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს თქვენი განაცხადის განხილვა, კვალიფიკაციის შეფასება და შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

 

მონაცემთა მოპოვების წყარო

მონაცემებს  მოვიპოვებთ   უშუალოდ თქვენგან.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

განაცხადის გამოგზავნა გულისხმობს თქვენს თანხმობას ზემოთ აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე, სწორედ აღნიშნული თანხმობა წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს.

 

მონაცემების გამჟღავნება

იმისთვის, რომ მოვახდინოთ თქვენი განაცხადის დამუშავება, თქვენი პერსონალური მონაცემების  გაზიარება ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული უფლებამოსილი პირისთვის, რომელიც გვეხმარება განვათავსოთ თქვენი მონაცემები ერთ სივრცეში და მოვახდინოთ  აღნიშნული ინფორმაციის ადმინისტრირება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვიწევს ტექნიკურ მომსახურებას და  მონაცემებს ამუშავებს  მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მიზნებისთვის. აღნიშნულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისა და   უსაფრთხოების დაცვა.

 

ჩვენ ასევე შესაძლოა მოვახდინოთ თქვენს შესახებ ინფორმაციის გაზიარება საკანონმდებლო მოთხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო და სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის.

 

ინფორმაციის შენახვა

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა თქვენი კანდიდატურის შერჩევა კონკრეტულ ვაკანსიაზე, ჩვენ შევინახავთ თქვენს რეზიუმეს იმისთვის, რომ განვიხილოთ და შემოგთავაზოთ დასაქმება მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე. აღნიშნული მიზნით, თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ 2 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე ინფორმაცია ავტომატურად წაიშლება.

 

თუ არ გსურთ, რომ განვაგრძოთ თქვენი რეზიუმეს დამუშავება, უნდა მოგვწეროთ აღნიშნულის თაობაზე, შემდეგ ელ.ფოსტის  მისამართზე: vacancy@cellfie.ge  ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და გაცნობებთ ამის თაობაზე.

 

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ დანერგილი გვაქვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები  არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან, ან განადგურებისგან. თქვენს ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ინფორმაციაზე წვდომის უფლება მინიჭებული აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ სამსახურებრივი ვმოვალეობის შესასრულებლად და რომლებზეც ვრცელდება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

 

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მონაცემებს ვფლობთ თქვენს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თლით, რომ ჩვენთან არსებული მონაცემები არასრული ან არაზუსტია, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაციის ჩასწორება/შეცვლა.

 

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების წაშლა.

 

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნით, გთხოვთ მოგვწეროთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@cellfie.ge

 

იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფორმაციაზე არაუფლებამოსილი პირის  წვდომა, თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რათა მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა