ნომრის ვადა
90 დღის მანძილზე ნომრის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 91-ე დღიდან დაიწყება სააბონენტო გადასახადის ჩამოჭრა (ყოველდღე - 0,50 ₾), ბალანსის განულებამდე. თუ ამ პერიოდში, ნომერზე დაფიქსრდება გამავალი/შემომავალი ზარი, მომსახურების შეძენა ან მსგავსი ტიპის ტრანზაქცია, ყოველდღიური საფასურის ჩამოკლება შეწყდება და ნომრის 90 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
სხვა შემთხვევაში, ნომერი გაითიშება ცალმხრივად 45 დღით (შეიზღუდება გამავალი ზარი/SMS). დარეკვა შესაძლებელი იქნება სელფის სატელეფონო ცენტრში ნომერზე 110101 და საგანგებო სამსახურთან დამაკავშირებელ ნომერზე 112.
45 დღის შემდეგ, ნომერი გაითიშება ორმხრივად (გამავალთან ერთად, შეიზღუდება შემომავალი ზარი/SMS). დარეკვა შესაძლებელი იქნება სელფის სატელეფონო ცენტრში ნომერზე 110101 და საგანგებო სამსახურთან დამაკავშირებელ ნომერზე 112.
ნომრის ორმხრივად გათიშვიდან 10 დღის შემდეგ, ნომერი გაუქმდება.
ნომრის სტატუსის ცვლილებების შესახებ მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებებს.