VoLTE

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

რა არის VoLTE?

VoLTE, იგივე Voice over LTE, არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევს ხმოვანი ზარები
განახორციელო LTE/5G ქსელის გამოყენებით და მიიღო საუბრის სრულიად ახალი გამოცდილება.

VoLTE-ს უპირატესობებია:

  • ხმის HD ხარისხი: საუბრისას ხმა გაცილებით მკაფიო, სუფთა და სტაბილური ხარისხისაა, მაქსიმალურად დაცლილი ფონური ხმაურისგან 

  • სწრაფი დაკავშირება: ადრესატთან დაკავშირება ხდება მომენტალურად, უმოკლეს დროში 

  • ზარის და ინტერნეტის ერთდროულად გამოყენება: საუბრის პარალელურად შესაძლებელია მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტით სარგებლობა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

რა მოწყობილობებს აქვს VoLTE-ის მხარდაჭერა

გაითვალისწინე, რომ მოწყობილობა უნდა იყოს სერტიფიცირებული საქართველოში

სისტემური მოთხოვნა iOS 17 და ზემოთ

დაემატება მალე

დაემატება მალე

დაემატება მალე

ხშირად დასმული კითხვები

VoLTE-თი სარგებლობისთვის აუცილებელია:
  • შენს ტელეფონს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა
  • სმარტფონის მწარმოებლის მხრიდან გააქტიურებული იყოს წვდომა VoLTE სერვისზე
  • გქონდეს სელფის 4G SIM-ბარათი
  • იმყოფებოდე 4G/5G დაფარვის არეალში

იხილე ჩამონათვალი ზემოთ

iPhone-ზე:

1) გახსენი „Settings“ და აარჩიე „Mobile Service“


2) შედი შენს SIM ბარათებში და შედმეგ აარჩიე „Voice & Data“

3) ჩართე (გადაწიე ღილაკი) VoLTE-ს გასწვრივ

4) თუ სარგებლობ ერთზე მეტი SIM ბარათით, ცალ-ცალკე შედი შესაბამისი SIM ბარათის
განყოფილებაში და გაიმეორე ნაბიჯები 2 და 3.

 

 

 

 

Android -ზე:

1) შედი შენი ტელეფონის „Settings“-ებში

2) დაკლიკე Mobile Networks. ამ განყოფილებას შესაძლოა ასევე ერქვას „Cellular" ან „Internet"

3) მოძებნე VoLTE და გააქტიურე.

 

არა, VoLTE ზარის ტარიფიცირება ხდება ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ხმოვანი ზარის,
ნომერზე ჩართული ტარიფის/პაკეტის შესაბამისად.

გარდა იმისა, რომ დაკავშირება ადრესატთან მოხდება მომენტალურად და საუბრისას ხმის
ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე აქამდე, 5G/4G/LTE ქსელის ინდიკატორი
ტელეფონის ეკრანზე დარჩება უცვლელი და არ გადავა 3G-ზე. მობილური ინტერნეტით
სარგებლობასაც შეძლებთ პარალელურად, ყოველგვარი შეზღურვის გარეშე.