5G სელფის ქსელშია!
5G მეხუთე თაობის უკაბელო ქსელის ტექნოლოგიაა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება. იგი გამოირჩევა გაცილებით სწრაფი ინტერნეტით, დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალი გამტარუნარიანობით და დაბალი დაყოვნებით (latency), ვიდრე მისი წინამორბედი ტექნოლოგიები.
სელფი 5G-ს ნერგავს კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიებით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის სრულყოფილად დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.
5G-ის შესახებ ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს იპოვით ქვემოთ.
5G მეხუთე თაობის უკაბელო ქსელის ტექნოლოგიაა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება. იგი გამოირჩევა გაცილებით სწრაფი ინტერნეტით, დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალი გამტარუნარიანობით (რაც უზრუნველყოფს დროის შუალედში უფრო მეტი მოწყობილობის დაკავშირებას) და დაბალი დაყოვნებით (latency), ვიდრე მისი წინამორბედი ტექნოლოგიები.
5G მნიშვნელოვნად შეცვლის და სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
სიჩქარე: 5G-ის აქვს პოტენციალი იყოს 10-ჯერ უფროს სწრაფი, ვიდრე LTE.
მაგალითად, თუ 4G-ის საშუალო ხანგრძლივობის ფილმის გადმოწერა რამდენიმე წუთში შეუძლია, 5G წამებს მოანდომებს.
მაღალი გამტარობა: ერთდროულად და ერთნაირი ხარისხით შეძლებს დაუკავშირდეს და მოემსახუროს რამდენიმე მოწყობილობას.
დაბალი დაყოვნება: სერვერსა და მოწყობილობას შორის კავშირის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.
5G ქსელის დაფარვა გავრცელდება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, ტურისტულ ზონებში, პორტებში, აეროპორტებში და ძირითად საავტომობილო გზებზე. 5G-ით დაფარვის ვალდებულება 7 წელს მოიცავს.
ამჟამად, ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია გამოიყენოს სელფის 5G ინტერნეტი:
- თბილისში
- ბათუმში
- ქობულეთში
- გონიოში
- კვარიათში
- შეკვეთილში
- გუდაურში
- ბაკურიანში
- ზუგდიდში
სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს თბილისში და ეტაპობრივად დაიფარება ყველა უბანი.
5G-ით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელი იმყოფებოდეს 5G-ის დაფარვის არეალში და ტელეფონის მენიუში მონიშნული იყოს 5G.
5G-ით სარგებლობისთვის აუცილებელია მოწყობილობას/სმარტფონს ჰქონდეს 5G-ის მხარდაჭერა. ამის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი ტელეფონის მენიუში ან მწარმოებლის ვებგვერდზე.
რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703 - 708 მჰც და Downlink 758 - 763 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3550-3600 მჰც რესურსის ფარგლებში.
5G-ით სარგებლობა შესაძლებელია სელფის არსებული ტარიფებით/პაკეტებით. მთავარია მომხმარებელი იმყოფებოდეს 5G-ის დაფარვის არეალში და სმარტფონს ჰქონდეს 5G მხარდაჭერა.
5G ქსელის შენებისას ოპერატორები ხელმძღვანელობენ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, 5G ტექნოლოგია არ გამოიმუშავებს არანაირ ისეთ ენერგიას, რომელსაც შეუძლია რაიმე საფრთხე მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.