ანტიკორუფციული და შესაბამისობის ISO სტანდარტები
სელფი მობაილმა საქართველოში პირველმა მიიღო ISO 37001:2016 და ISO 37301:2021 საერთაშორისო სტანდარტები, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ბიზნეს ეთიკის, გამჭვირვალობისა და შესაბამისობის სტანდარტების მიმართ. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიღება, ადასტურებს ჩვენს პროაქტიულ დამოკიდებულებას რისკების მართვის, კეთილსინდისიერების და მარეგულირებელი ნორმების მიმართ.
ISO 37001:2016 - ანტიკორუფციული მართვის სისტემა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის სფეროში.
სტანდარტის ნორმებთან შესაბამისობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ადგილობრივ და საერთაშორისო ანტიკორუფციულ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან.
ISO 37301:2021 - შესაბამისობის (ე.წ. კომპლაენს) მართვის სისტემა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის სფეროში.
სტანდარტის ნორმებთან შესაბამისობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკებთან, და ეფუძნება კორპორაციულ ღირებულებებსა და ბიზნეს ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლიანად ინტეგრირებულია კომპანიის კორპორაციულ კულტურაში.