საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში “ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე” ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარე სანაპიროზე, დამსვენებლებს სელფის სანაპიროს ახვედრებს.

 

3 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, სელფის მრავალფუნქციურ სივრცეში დაგხვდება ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა.

 

გარდა ამისა, სელფის სანაპიროზე ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგ: ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები თავიანთ ჰიტებსაც შეასრულებენ.

 

სელფის სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ₾ -  ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეც. ფასდაკლებები.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა