სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა
სელფი მობაილმა და ევროპის წამყვანმა ტელეკომ კომპანიამ Vodafone Group პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. Vodafone-სა და სელფი მობაილს შორის შეთანხმდა არაბრენდირებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Vodafone მხარდაჭერას გაუწევს სელფი მობაილს გაციფრულებაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ინოვაციის განვითარებაში. Vodafone -ის მხრიდან ასევე მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სელფი მობაილს მიეცემა წვდომა Vodafone -ის პროდუქტებსა და მომსახურებებზე.
Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელეკომ ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა. Vodafone ემსახურება კორპორატიულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.