სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი.
სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუციელბელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე, პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით.
დამატებითი ინფორმაცია სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების შესახებ