Google Play -ში აპლიკაციების და აპლიკაციებში სერვისების ყიდვა პირდაპირ სელფის ბალანსითაა შესაძლებელი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

Google Play -ში აპლიკაციების და აპლიკაციებში სერვისების ყიდვა პირდაპირ სელფის ბალანსითაა შესაძლებელი

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილისა და Google-ის უშუალო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში პირველად შესაძლებელია Google Play -ში აპლიკაციების და, ასევე, აპლიკაციებში მომსახურების ყიდვა პირდაპირ მობილურის ბალანსით.

 

იმისთვის, რომ Google Play -ში სელფის ბალანსი გამოჩნდეს როგორც გადახდის საშუალება, მომხმარებელი Google-ის ანგარიშზე ამატებს თავისი სელფის ნომერს. სასურველი აპლიკაციის არჩევის შემდეგ, გადახდის მეთოდში გამოჩნდება სელფის ბალანსით შეძენის შესაძლებლობა. მხოლოდ პირველი შეძენის დროს, მომხმარებელი მიიღებს ერთჯერად კოდს, რომელიც უნდა დაადასტუროს. მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელს Google Play -ში ქვეყანად საქართველო უნდა ქონდეს მითითებული.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად ჩვენს მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა Google Play -ში მარტივად, პირდაპირ მობილურის ბალანსით შეიძინოს სასურველი სერვისები. ეს შესაძლებელი გახდა სელფი მობაილის Google -თან პირდაპირი თანამშრომლობით, რაც ასევე სიახლეა ქართულ ბაზარზე და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა წევს საქართველოს მონაწილეობას გლობალურ ტექნოლოგიურ პროცესებში. ამ პროდუქტით, სელფი ამყარებს მის სტრატეგიას, მუდმივად მიაწოდოს მომხმარებელს ისეთი სიახლეები, რომლებიც გაუმარტივებენ მომხმარებელს ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებას“, განაცხადეს სელფი მობაილში.