სელფი მობაილის გათამაშება, ფულადი პრიზები 350,000 ₾ საპრიზო ფონდიდან

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

სელფი მობაილის გათამაშება, ფულადი პრიზები 350,000 ₾ საპრიზო ფონდიდან

სელფი მობაილმა აბონენტებისთვის მასშტაბური წამახალისებელი გათამაშება დაიწყო, რომელიც მათ 350,000₾-ის ოდენობის საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზების მოგების შანსს სთავაზობს.

 

მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველ შევსებულ 5 ₾ დააგროვონ ბილეთები და მოიგონ 5 000, 10 000, 20 000, 50 000 ან 100 000 ₾.

 

 

 

 

 

 

 

გათამაშებაში ჩართვა მარტივია - აბონენტს შეუძლია დაადასტუროს მონაწილეობა ერთ-ერთი გზით: 

  • აკრიფოს USSD კოდი *2525#
  • ჩაერთოს MyCellfie აპლიკაციით
  • დარეკოს სელფის სატელეფონო ცენტრში - 110101

 

ბილეთი ირიცხება ყოველ ჯერზე, როდესაც აბონენტი შეავსებს ბალანსს 5 ₾. მაგალითად, 5 ₾ შევსებისას მიიღებთ 1 ბილეთს, 10 ₾ შევსებისას - 2 ბილეთს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ივსება სელფის აპლიკაციით MyCellfie, ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.

 

პორტირებული აბონენტები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და საჩუქრად იღებენ 5 ბილეთს.

 

გათამაშება ტარდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სელფი მობაილის Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში, ყოველ კვირა დღეს, 11:00 საათზე, სადაც ყოველ ჯერზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული და თითოეულს ერგება პრიზად 5000 ₾.

 

ფინალური ეთერი შედგება 28 დეკემბერს და გათამაშდება:

 

🏆 3 პრიზი 10,000 ₾
🏆 1 პრიზი 20,000 ₾
🏆 1 პრიზი 50,000 ₾
🏆 მთავარი პრიზი 100,000 ₾

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.