სელფი მობაილმა საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

სელფი მობაილმა საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. სელფი გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით. საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია სელფის კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

 

„მოხარული ვარ, რომ სელფი მობაილის მიღწევები და უახლოესი მომავლის გეგმები სწორად ითარგმნა წარმატებულ საკრეტიდო რეიტინგში. რესპექტაბელური ევროპული სარეიტინგო სააგენტოსგან მიღებული ეს შეფასება, დაეხმარება კომპანიას კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, რომელსაც მიმართავს ქსელის გაფართოებისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს სელფიში ეს მნიშვნელოვანი აღიარება და მადლობა გადავუხადო სარეიტინგო სააგენტოსთან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის,“ განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა.