უქომაგე საქართველოს ნაკრებს სელფის ფანზონებში გერმანიაში
სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ სელფის საჩუქრები.
სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და ლევან ყენია - გელზენკირხენში.
ფანზონების განთავსების მისამართებია:
დორტმუნდი: The Londoner |18 ივნისი
ჰამბურგი: Klempau’s Paulaner | 22 ივნისი
გელზენკირხენი: Fankeipe auf Schalke | 26 ივნისი