MarTv ციფრული ტელევიზიის პრემიუმ პაკეტი ბილაინის აბონენტებისთვის

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

MarTv ციფრული ტელევიზიის პრემიუმ პაკეტი ბილაინის აბონენტებისთვის

 

წვდომა 150-ზე მეტ არხზე, ნებისმიერი მოწყობილობიდან

 

8 თებერვალი, 2023 - ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მათთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით, რომელიც მოიცავს ციფრული ტელევიზია  MarTv -ის პრემიუმ პაკეტს და 3 GB მობილურ ინტერნეტს, სულ ₾5 თვეში. მომხმარებელს ექნება წვდომა 150-ზე მეტ ქართულ და უცხოურ არხზე, რომლებსაც შეუძლია უყუროს ნებისმიერი მოწყობილობით, მათ შორის: ტელეფონით, პლანშეტით, კომპიუტერით და სმარტ ტვ -ით.

 

ხსენებული პაკეტის შეძენისას, მომხმარებელი სარგებლობს: გადახვევის და დაპაუზების ფუნქციით, შეუძლია შეინახოს ფავორიტი არხები და დამატებითი სქროლვის გარეშე იპოვოს სასურველი არხი და გადაცემა, უყუროს ტელევიზიას ვების, მობილურის, პლანშეტის და SmartTV Box -ის მქონე ტელევიზორის მეშვეობით.

 

აღნიშნული სერვისით სარგებლობა მარტივია -  მომხმარებელს შეუძლია გაიაქტიუროს ხსენებული პაკეტი: MyBeeline App-დან, ბილაინის ვებგვერდიდან , ან USSD კოდის  *325*10# გამოყენებით. პაკეტის ყიდვის შემდეგ გაივლის რეგისტრაციას MarTV-ის პლატფორმაზე მისივე ტელეფონის ნომრით და წვდომა მიღებულია.

 

MarTV-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად, ეწვიეთ ბმულებს: App Store -ზე, ან Play Store -ზე.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა