ინფორმაცია გეგმიურ სამუშაოებზე

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ინფორმაცია გეგმიურ სამუშაოებზე

 

ძვირფასო აბონენტო,

 

გაცნობებთ, რომ 10-დან 12 თებერვლის ჩათვლით ვატარებთ სამუშაოებს, რის გამოც 10.02.2023-ში, 18:00 საათიდან 13.02.2023-ის 10:00 საათამდე ბილაინის მაღაზიებში არ იქნება შესაძლებელი SIM ბარათის შეძენა, SIM ბარათის შეცვლა, პორტაცია.

 

ასევე, ვერ გაიაქტიურებთ შემდეგ მომსახურებებს: ზარის გადამისამართება, ზარის ლოდინი, ზარის შეზღუდვა, ნომრის ამომცნობი, ნომრის დაფარვა, ვინ დარეკა, არის კონტაქტი.

 

11 თებერვალს 01:00-დან 06:00 საათამდე აბონენტების ნაწილს შესაძლებელია ჰქონდეს შეფერხება შემომავალ ზარებზე და SMS-ებზე.

 

ქსელის დანარჩენი მომსახურებებით სარგებლობას შეძლებთ ჩვეულ რეჟიმში.

 

წინასწარ გიხდით ბოდიშს მოსალოდნელი დისკომფორტისთვის.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა