სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა
სელფი მობაილმა, დღეს განაცხადა Vodafone Group-თან პარტნიორობის გაფორმების თაობაზე. Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს.
პარტნიორობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, ასევე Vodafone-ის რეგიონალური დირექტორი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, იოჰანეს ჰამერი.
ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში Vodafone მხარდაჭერას უწევს სელფი მობაილს გაციფრულებაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში. Vodafone სელფი მობაილს ასევე უზიარებს სერვისის გამოცდილებას და საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებებზე აძლევს წვდომას.