სელფის კორპორაციული კლიენტები DHR-ის პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
სელფიმ, მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა DHR - თან. შედეგად, სელფის კორპორაციული კლიენტები DHR მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
DHR ადამიანური რესურსების მართვის ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს მართვის სრულიად გაციფრულებულ სერვისს. მრავალფეროვან მომსახურებასთან ერთად, პლატფორმის HR & Payroll სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ HR პროცესების გამარტივებული მომსახურებით, დაზოგონ დრო და მიიღონ მაღალკვალიფიციური ციფრული მომსახურება. DHR საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის საკომუნიკაციო კომფორტსა და პროცესების ეფექტურ მართვაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის DHR -ის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს