ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა სელფის ახალი კონცეფციის მომსახურების სივრცეები

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა სელფის ახალი კონცეფციის მომსახურების სივრცეები

30 ივლისიდან, ბათუმის მაცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა სელფის ორი, სრულიად ახალი კონცეფციით მოწყობილი მომსახურების სივრცე. ბათუმის სანაპიროზე ორ ადგილას - მეტროპოლი სანაპიროსა და კონტე ბიჩზე, შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ სელფის მომსახურების ახალ სივრცეებს, სადაც დაგხვდებათ:

 

  • თვითმომსახურების ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ სელფის სხვადასხვა ტიპის მომსახურბის მიღება
  • Giffer-ი, რომლის მეშვეობითაც უსასყიდლოდ გადაიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს და მომენტალურად შეძლებთ მათ გაზიარებას სოციალურ ქსელებში
  • სელფის დამტენებით, რაც მოგიხსნით მობილურის დასამუხტი წყაროების ტარების აუცილებლობას.

 

მზიან სანაპიროზე სელფი სრულად იზრუნებს თქვენთვის კომფორტის შექმნასა და  დაუვიწყარი მომენტების აღბეჭდვაზე!