სმს პორტალი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

სმს პორტალი

ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

 

პორტალის მეშვეობით კომპანიები თავად გეგმავენ და მართავენ სმს კამპანიებს

 

 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლადდანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ   მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია. პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს ინფორმაციის ზუსტად დამუშავებასა და შემდგომ, მის მიზნობრივად გამოყენებაში.

პორტალის მეშვეობით კომპანიას თავად შეუძლია მისთვის სასურველი სახელით გააგზავნოს ჯგუფური შეტყობინებები მომხმარებელთა სასურველ რაოდენობასა და ლოკაციაზე, შეამოწმოს გაგზავნილი კამპანიის სტატუსი, დაგეგმოს კამპანიები და იხილოს უკვე ჩატარებული კამპანიების შედეგები. კამპანიის დაგეგმვის მომენტში, კომპანიას შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ფილტრაცია ერთდროულად რამდენიმე მონაცემის მიხედვით: კომპანიის საკუთარ მომხმარებელთა ბაზა; საქართველოს ნებისმიერი  რეგიონი (შესაძლებელია რამოდენიმე რეგიონის ერთდროულად არჩევა); თბილისის ნებისმიერი უბანი (შესაძლებელია რამოდენიმე უბნის ერთდროულად არჩევა); სმარტფონის ტიპის  მიხედვით ფილტრაცია ბილაინის სრულ ბაზაზე; გასაგზავნი სმს -ის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახდენს აბონენტების იდენტიფიცირებას და  Big Data -ს მონაცემებიც  სრულად დეპერსონიზირებულია.

პორტალი იძლევა დაწყებული კამპანიის შეჩერების, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირებისა და შემდგომ კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობას. პორტალშივე ხდება ინვოისის გენერირება ფილტრაციისა და სმს-ების რაოდენობის მიხედვით, სისტემით  სარგებლობა კი ერთდროულად შეუძლია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს, ისევე როგორც კამპანიების დაგზავნა  სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა