Startup Touch

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

Startup Touch

ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპ ღონისძებების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად ბილაინმა სპოსორობა გაუწია ონლაინ კონფერენციის Startup Touch ჩატარებას.



Startup Touch ეს არის ექსკლუზიური დისტანციური კონფერენცია, რომელიც აკავშირებს სტარტაპებს, ინვესტორებს, მენტორებს, აქსელერატორებს და მეწარმეებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2 დღიანი ღონისძიება ონლაინ ჩატარდა და მას დაეწსრო 200-მდე მონაწილე ევროპიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან - სტარტაპები, ინვესტორები, ბიზნეს „ენჯელები“, აქსელერატორები, სერვის პროვაიდერები და ტექ მედიების წარმომადგენლები. კონფერენციამ გააერთიანა ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ფიჩინგი (Pitch Night), ბუთქემფი, პრეზენტაციები და ვორქშოფები, 1-1-ზე შეხვედრები ინვესტორებთან, მენტორინგი, ნეთვორქინგი და ქრეშ-ტესტი ინოვაციური იდეებისთვის.

 

შერჩეულმა სტარტაპებმა მონაწილეობა მიიღეს ორ დღიან ბუთქემფებში და დაესწრნენ მენტორების სესიებს, ასევე ცოცხალი ფიჩინგის  მეშვეობით თავიანთი სტარტაპების შესახებ ინფორმაცია გააცნეს ინვესტორებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს. ღონისძიება სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტების ავტორებისთვის. მონაწილეებმა ისარგებლეს Touch-ის სპეციალური პლატფორმით, რომლის მეშვეობითაც დაესწრნენ ვორქშოპებს, დასვეს შეკითხვები, წარადგინეს საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდათ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხურები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მათ, ვინც ჩართულნი არიან ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, 5G, რობოტიკა, ღრუბლოვანი სერვისები, აგროტექნოლოგიები, მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები და ეკოტექნოლოგიები.

 

„ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტარტაპების ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს და ვთვლით რომ ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კერძო სექტორის ჩართულობით.  ბილაინი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას  სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით - მათ შორის გეგმავს და ახორციელებს საერთო  პროექტებსაც.“- აცხადებენ ბილაინში.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა