ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისავდომია

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისავდომია

 

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში - “Jumper Ghost” განთავსდა და მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. თამაში გასული წლის ოქტომბერში ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა. გუნდმა ჰაკათონში გამარჯვება მოიპოვა და პრიზთან ერთად მიიღო ბილაინთან ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც კომპანიასთან თანამშრომლობას შემოსავლის გაყოფის მოდელით აგრძელებს.

 

თამაშის - „Jumper Ghost” ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾.

 

“Jumper Ghost” ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

 

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა