ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს

ახალი პაკეტით მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 30%-ით მცირდება

 

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას,  მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე  ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაციით აბონენტი მობილური ინტერნეტის ყოველთვიურ ხარჯს 30%-ით შეიმცირებს.

 

მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მრავალფეროვანი ინტერნეტ პრემიუმ პაკეტებიდან მისთვის სასურველი: 2GB - 14.5₾; 4GB – 23₾, 10GB - 35.5₾;  30GB – 63₾.  ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მოიცავს ღამის ულიმიტო ინტერნეტს უფასოდ და მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად. 3 თვის გასვლის შემდეგ, აბონენტს კვლავ შეუძლია პაკეტის შეძენა, მომდევნო 3 თვით. პაკეტის შერჩევა, გააქტიურება და ბალანსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *315#.

 

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა