Feedc
ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია
საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის აჭარბებს 200,000 აქტიურ მომხმარებელს თვეში.
პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და შესაბამისად ყოველთვის იყოს მისთვის საინტერესო მოვლენების საქმის კურსში. არსებული სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Feedc-ის მომხმარებელი ხედავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და არა მაინცდამაინც იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც დამეგობრებული და გამოწერილი ყავს. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან. აპლიკაციას აქვს ენების ფილტრაციის ფუნქცია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს მხოლოდ არჩეულ ენაზე დაწერილი პოსტები, რაც მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმიგრანტებისთვის, რომ უცხო ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენა მარტივად შეძლონ.
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, Feedc-ის გუნდმა უკვე ნერგავს სიახლეს - დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეს Feedc Edu, რითაც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების განხორციელებაში. Feedc Edu -თი სარგბელობას საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენიმე დღეში, უფასოდ შეძლებენ და მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება - პლატფორმაზე მასწავლებელი შექმნის კლასს, რომელშიც ემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი პირდაპირ შეძლებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხალ რეჟიმში დაწერონ კომენტარები.
„ჩვენ Feedc -ის გამოჩენისთანავე დავინტერესდით ახალი სოციალური პლატფორმით, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბილაინის ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხარდაჭერაში ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი კომპანიის მხრიდან აქტიურ თანამონაწილეობას - როგორც წესი, სტარტაპის პოპულარიზაციისა და მოხმარების გაზრდის ხელშეწყობას. Feedc -მა იმითაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საკუთარი საქმისადმი თავდადებული გუნდი მართავს - ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იმის რასაც აკეთებენ. პლატფორმას აქვს უნიკალური მახასიათებელი - მისი მეშვეობით თქვენ გაიგებთ რა ხდება თქვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე. ამდენად აპლიკაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხითაც“, - განაცხადა ბილაინის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ.
სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში. ამ ეტაპზე Feedc ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.