კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.
მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. ბილაინს მომხმარებლისთვის ხშირად აქვს სპეციალური შეთავაზებაც. 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Nokia -ს სმარტფონები და საჩუქრად მიიღოს მობილური ინტერნეტი ყოველთვე, სამი თვის განმავლობაში.