30 დღიანი პაკეტების გაუქმება

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

30 დღიანი პაკეტების გაუქმება

ძვირფასო აბონენტო,

 

გაცნობებთ, რომ 5 აპრილიდან უქმდება შემდეგი 30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:

 

  • მუსიკა + 2GB 7₾
  • მუსიკა + 4GB 11₾
  • მუსიკა + 10GB 17₾
  • მუსიკა + 30GB 30₾

 

იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვს ამ პაკეტებიდან ერთ-ერთი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებ პაკეტის გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს პაკეტის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია.

 

შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას პაკეტის თავიდან გასააქტიურებლად.

 

თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება პაკეტის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ინტერნეტ პაკეტების ჩართვა აღარ იქნება შესაძლებელი.

 

განახლებული შეთავაზებების სანახავად გთხოვთ ეწვიო კომპანიის ვებგვერდს 5 აპრილიდან.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა