ნომრის შენარჩუნების სერვისი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ნომრის შენარჩუნების სერვისი

ძვირფასო აბონენტებო,

 

გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან შესაძლებელია ნომრის შენარჩუნების სერვისით სარგებლობა. მომსახურება უზრუნველყოფს დარჩეს ნომერი აქტიური იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ხდება მისი გამოყენება. შესაბამისად  ნომერი არ გაუქმდება. მომსახურების ყოველთვიური საფასურია - 0,10 ₾.

 

აქტივაცია: *110*110#

დეაქტივაცია: *110*9110#

 

მომსახურების ჩართვიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, ნომრის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, მოხდება მისი ავტომატური პროლონგაცია. 30-ე დღეს ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 10 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას მომსახურების ავტომატურად გასააქტიურებლად. თუ 10 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მომსახურება გაითიშება.

 

მომსახურების აქტივაცია ასევე შესაძლებელია MyBeeline App -დან.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა