20GB - 10₾ - ინტერნეტ პაკეტი დისტანციური სწავლებისთვის
18 იანვრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ბილაინის მიერ სპეციალურად, დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით: 20GB - 10₾.
ინტერნეტ პაკეტის მოქმედების ვადა: 30 დღე
აქტივაცია: *172#
ბალანსის შემოწმება: *107#
- პაკეტის ვადის გასვლამდე მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, ტარიფიცირება გაგრძელდება სხვა ინტერნეტ ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნომრის ანგარიშზე არსებული თანხიდან, სტანდარტული ფასის მიხედვით: 1 MB - 0,10₾.
- პაკეტის ხელმეორედ, ვადის ამოწურვამდე გააქტიურების შემთხვევაში, გაუქმდება არსებული პაკეტი და ძალაში შევა ახალი.
- აღნიშნული ინტერნეტ პაკეტის პარალელურად შესაძლებელია ნებისმიერი სტანდარტული ინტერნეტ პაკეტის აქტივაცია. ამ შემთხვევაში, ტარიფიცირება მოხდება იმ პაკეტის ბალანსიდან, რომელსაც უფრო ადრე ეწურება ვადა.
- პაკეტზე არ მოქმედებს ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. შესაბამისად, ვადის გასვლის შემდეგ, პაკეტი გამოირთვება. ტარიფიცირება გაგრძელდება სხვა ინტერნეტ ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნომრის ანგარიშზე არსებული თანხიდან, სტანდარტული ფასის მიხედვით: 1 MB - 0,10₾.
- მობილური ინტერნეტ მომსახურების ხარისხის პარამეტრი: დაყოვნება 150 მილიწამამდე.
ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) პლატფორმაზე - mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით ერთჯერადად დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული ინტერნეტ პაკეტი. ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელია მომხმარებლის პლატფორმაზე დარეგისტრირებიდან 24 საათის შემდეგ.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 1 მობილურის ნომერზე, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ უკვე სარგებლობთ აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურ ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.
დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგევრდს - mobile.emis.ge ან დაუკავშირდით ნომერზე - 0322 200 220