ტარიფების გაუქმება

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ტარიფების გაუქმება

ძვირფასო აბონენტო,

 

გაცნობებთ, რომ 5 აპრილიდან უქმდება შემდეგი ტარიფების აქტივაცია: ყვითელი მაქსი, მწვანე მაქსი, ლურჯი მაქსი, წითელი მაქსი.

 

იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვთ ამ ტარიფებიდან ერთ-ერთი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ მის გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს ტარიფის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა ტარიფის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას ტარიფის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება ტარიფის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ტარიფების ჩართვა აღარ იქნება შესაძლებელი.

 

განახლებულ სატარიფო გეგმებს გთხოვთ გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდზე 5 აპრილიდან.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა