Zeni Quiz
3 თებერვლიდან შენ შეგიძლია ისარგებლო ახალი სათამაშო აპლიკაციით „ზენი ქვიზი“.
უპასუხე კითხვებს და მოიგე ბილაინის მობილური ინტერნეტი!
მომსახურებით სარგებლობისთვის, გადმოწერე Zeni Quiz-ის აპლიკაცია, აკრიფე მომსახურების აქტივაციის USSD კოდი და გაიარე რეგისტრაცია. ამის შემდეგ, Zeni Quiz-ი ყოველდღიურად შემოგთავაზებს 20 სხვადასხვა ტიპის შეკითხვას, სავარაუდო პასუხებით.
აპლიკაციაში კითხვები მოიცავს სხვადასხვა თემატიკას: ცნობილი ადამიანები, სპორტი, ფილმები, სიმღერები და ა.შ. ფოტო, ვიდეო, აუდიო და ტექსტური ფორმატის სახით.
მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსეულია საიტზე
მომსახურებით სარგებლობა:
მომსახურების აქტივაციისთვის აკრიფე აქტივაციის კოდი: *131*2#ok
Zeni Quiz-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად გადადი ბმულზე
მოსახურების საფასური:
- პირველი სამი დღე მომსახურება არის უფასო, შემდეგ ყოველდღიური სააბონენტო შეადგენს 29 თეთრს
- იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე არ არის ყოველდღიური საფასურის ჩამოჭრისთვის საკმარისი თანხა, მომსახურება არ იქნება ხელიმისაწვდომი
- თუ 5 დღის განმავლობაშია ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა სააბონენტოს ჩამოსაჭრელად, Zeni Quiz-ის მომსახურება გაუქმდება.
ქულების განაწილება:
თითოეული სწორი პასუხისთვის მიიღებ 50 ქულას, ხოლო მიმდევრობით სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ყოველ კითხვაზე დაგემატება კიდევ 10 ქულა, მაქსიმუმ 100 ქულამდე.
მაგალითად, გაეცი 7 კითხვას მიყოლებით სწორი პასუხი, ქულები შემდეგნაირად დაირიცხება:
1-ლი კითხვა - 50 ქულა
მე-2 კითხვა - 60 ქულა
მე-3 კითხვა - 70 ქულა
მე-4 კითხვა - 80 ქულა
მე-5 კითხვა - 90 ქულა
მე-6 კითხვა - 100 ქულა
რამდენადაც 100 არის მაქსიმალური ქულა, რაც შეიძლება მიიღო ერთი კითხვისთვის, შესაბამისად, მე-7 სწორი პასუხისთვის მიიღებ ისევ 100 ქულას, მე-8 სწორი პასუხისთვისაც 100-ს და ა.შ.
არასწორი პასუხის შემთხვევაში, დაგროვილ ქულებს არ კარგავ, მაგრამ აღარ დაგერიცხება +10 ქულა ყოველ მომდევნო სწორ პასუხზე. შესაბამისად, არასწორი პასუხის შემდეგ, პირველ სწორ პასუხზე მიიღებ 50 ქულას.
გამარჯვებულის გამოვლენა:
მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, მოიგებს MB-ების გარკვეულ რაოდენობას. თუ რამდენიმე აბონენტი დააგროვებს ქულების ერთნაირ რაოდენობას, გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც კითხვებზე უმოკლეს დროში გასცემს პასუხს.
პასუხების გაცემაში დახარჯული დრო, ნიშნავს თამაშის დროს სავარაუდო პასუხების ჩვენებიდან შენ მიერ პასუხის არჩევამდე გამოყენებულ დროს.
დღის გამარჯვებულს MB-ები დაერიცხება მომდევნო დღეს, ხოლო კვირის გამარჯვებულს - მომდევნო ორშაბათს. აბონენტი პრიზის შესახებ ინფორმაციას მიიღებს SMS-ით.
დღის გამარჯვებულის პრიზი არის 1000MB. კვირის გამარჯვებულის პრიზი, ადგილების მიხედვით შემდენაირად განისაზღრება:
1-ლი ადგილი - 4000 MB
მე-2 ადგილი - 3000 MB
მე-3 ადგილი - 2000 MB
მე-4 ადგილი - 1000 MB
მე-5 ადგილი - 500 MB
მომსახურების დეაქტივაცია:
მომსახურების გამორთვა შეგიძლია უსსდ კოდით *131*5# ან სიტყვა STOP გაგზავნით ნომერზე 90913.
მომსახურების გამორთვაზე დასტურს მიიღებ SMS-ით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს Zeni Quiz-ის საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 995 574114383, ან ელ.ფოსტის საშუალებით.