სელფი მობაილი - საერთაშორისო აღიარება საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომისთვის
ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards®-ის ნომინაციაში "საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.
„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:
- 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით
- VoLTE -ს დანერგვა
- პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან
- საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება
- ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით
- ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.