სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

სელფი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია."STEAM-ის დღე 2026" იმართება 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს.

 

ღონისძიება მიზნად ისახავს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) სფეროებში ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 11 თებერვალს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ერთ სივრცეში გაერთიანდებიან ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები, გამოცდილების გასაზიარებლად, შთაგონების მისაღებად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შესაქმნელად.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

  • საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ქალების გამოსვლები
  • ვორქშოპები და მასტერკლასები
  • ინტელექტუალური და სახალისო თამაშები
  • ნეთვორქინგის სივრცე

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა