სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, სელფიმ გააფრომა პარტნიორობა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვან მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. ამიერიდან, სელფის კორპორაციული აბონენტები ისარგებლებენ სპეციალური პირობებით ოპტიმოს პაკეტებზე.
ოპტიმო მენეჯერული აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელიც შეიქმნა მაღაზიებისა და კვების ობიექტების სამართავად. მოქნილი ფუნქციონალით ის ამარტივებს გაყიდვებისა და მარაგების მენეჯმეტს. ოპტიმოს დახმარებით, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის მართვა და კონტროლი.
ოპტიმოს მომხმარებელი სარგებლობს პერსონალური მხარდაჭერით და საქართველოს მასშტაბით სადღეისოდ უკვე 2,500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.