სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
რეგიონში ყველაზე გამორჩეული ფოტოხელოვნების ფესტივალის, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორი და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიის სპონსორია.
ფოტოხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით, ქოლგა თბილისი ფოტო უკვე 23 წელია რაც აერთიანებს დამწყებ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალი უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს და საზოგადოებას გააცნობს რჩეულ ფოტონამუშევრებს.
ფოტოკონკურსის კვირეული იხსნება დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და დისკუსიები.
ფესტივალი იმართება 2-6 მაისს. გაეცანით პროგრამას ბმულზე.