ცვლილება მიქს პრემიუმ პაკეტის პირობებში
ძვირფასო აბონენტო,
გაცნობებთ, რომ 3 აპრილიდან იცვლება 90 დღიანი პრემიუმ მიქს პაკეტის სარგებლობის პირობები.
კერძოდ, უქმდება პირველადი აქტივაციის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული თარიღიდან სელფის მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პაკეტის ჩართვას.
აბონენტები, რომლებიც უკვე სარგებლობენ მიქს პაკეტით ან გაიაქტიურებენ მას 3 აპრილამდე, გააგრძელებენ პროდუქტით სარგებლობას. ვადის გასვლისას, სტანდარტულად იმუშავებს ტარიფის ავტომატური გაგრძელების ფუნქციაც.
ასევე იცვლება პაკეტის საფასური და იქნება 50 ₾. შესაბამისად, 3 აპრილიდან პროდუქტის ავტომატური განახლებისთვის აუცილებელია ნომრის ბალანსზე იყოს 50 ₾. სისტემას საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 90-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა მისი ჩართვა. 90-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას პაკეტის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მიქს პაკეტი გაითიშება და მისი თავიდან ჩართვა აღარ იქნება შესაძლებელი.