ცვლილებები სელფის ტარიფებში

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ცვლილებები სელფის ტარიფებში

ძვირფასო აბონენტო,  

 

გაცნობებთ, რომ 5 მარტიდან იცვლება სელფის ტარიფების სარგებლობის პირობები. 

 

კერძოდ, უქმდება აქტივაციის შესაძლებლობა ტარიფებზე „სტარტი“, „ოპტიმუმი“, „ოპტიმუმ+“ და „პლატინუმი“.

იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ ამ ტარიფებიდან ერთ-ერთით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს ტარიფის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს ტარიფის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა ტარიფის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას ტარიფის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება ტარიფის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ტარიფების აქტივაცია აღარ იქნება შესაძლებელი.

 

სელფის განახლებულ სატარიფო ხაზზე ინფორმაცია 5 მარტს განთავსდება სელფის კომპანიის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა