48 ახალი და 120 განახლებული სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
„სელფი მობაილი“ აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაფართოებასა და განახლებას, რათა სწრაფი და ხარისხიანი კავშირით კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე ისარგებლო.
სექტემბერში სელფის ქსელს 48 ახალი სადგური დაემატა, 120 არსებული სადგური კი მოდერნიზირდა. ჯამურად, ქსელის გაფართოებისა და მოდერნიზაციის სამუშაოები 168 სადგურს შეეხო.
ქსელი რამდენიმე მიმართულებით გაძლიერდა:
- ქსელში 20 ახალი მიკრო სადგური ჩაირთო, ძირითადად თბილისში. ქსელის შესაძლებლობები გაძლიერდა, მათ შორის, წყნეთში, თემქა-ზღვისუბანში, ვარკეთილში, გლდანში, ნუცუბიძესა და ნავთლუღში;
- 28 ახალი მაკრო სადგური დაემატა როგორც თბილისში, ისე აჭარაში, იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ახალი სადგურები ჩაირთო, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში, ზესტაფონსა და ტყიბულში;
- 120 არსებული სადგური მოდერნიზირდა, რაც ქსელის სიმძლავრის გაზრდასა და კავშირის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება;
- 5G ტექნოლოგია კიდევ 20 სადგურზე დაემატა, რითაც სელფის ახალი თაობის ქსელის დაფარვა კიდევ უფრო გაფართოვდა.
„სელფი“ უწყვეტად მუშაობს ქსელის განვითარებაზე, რათა ყოველდღე უფრო სწრაფი, სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.