დაზოგე სმარტფონის მეხსიერება ახალი მოგონებებისთვის!

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე
MyCellfie საჩუქრები გელოდება!
გახსნა

დაზოგე სმარტფონის მეხსიერება ახალი მოგონებებისთვის!

17 ივლისიდან, სელფი მობაილი იწყებს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ კომპანია Lifebox-თან. პარტნიორობის ფარგლებში შენ შეგიძლია შეიძინო 100 GB Cloud მეხსიერება და საჩუქრად მიიღო 10 GB მობილური ინტერნეტი.

 

Lifebox-ის სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით, შეინახავ შენთვის საჭირო ფაილებს უსაფრთხოდ და დაზოგავ შენი სმარტფონის მეხსიერებას.

 

ისარგებლე სელფის და ლაიფბოქსის შეთავაზებით და გამოიყენე შემდეგი უპირატესობები:

  • Lifebox Storage
    შეინახე ფოტო, ვიდეო, მუსიკალური და სხვა ტიპის ფაილები ხარისხის დაკარგვის გარეშე. ატვირთულ ფაილებზე წვდომა გექნება ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით.
  • Lifebox-ის სთორები
    Lifebox-ის პლატფორმა შენი ფოტოებიდან ავტომატურად დააგენერირებს საუკეთესო მომენტებს, კოლაჟებს და ანიმაციებს.
  • სმარტ ტექნოლოგიები
    სმარტ ფილტრების გამოყენებით, ადვილად შეძლებ მოძებნო Lifebox-ზე ატვირთული შენთვის საჭირო ფაილები.
  • ავტომატური სინქრონიზაცია
    დაასინქრონე შენი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც წვდომა გექნება ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობიდან.

 

პეკეტის საფასური: 12 ₾

პაკეტის მოქმედების ვადა: 30 დღე

დარჩენილი მეგაბაიტების შემოწმება: *315#

 

შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია როგორც MyCellfie აპლიკაციიდან, ვებგვერდიდან, თვითმომსახურების ტერმინალებიდან და USSD კოდის გამოყენებით: *316*10#

 

როგორ დავრეგისტრირდე Lifebox-ზე?

  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, SMS-ით მიიღებ აპლიკაციის ჩამოსატვირთ ბმულს
  • 100 GB Cloud მეხსიერებით სარგებლობისთვის საჭიროა გაიარო რეგისტრაცია Lifebox-ის პლატფორმაზე:
  • რეგისტრაციისთვის დაეთანხმე კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებს
  • დაადასტურე SMS-ით და ელექტრონული ფოსტით მიღებული კოდი (რეგისტრაციისთვის აუცილებელია ორივე კოდის შეყვანა)
  • რეგისტრაციის შემდეგ, მიიღებ წვდომას 100 GB მეხსიერების პრემიუმ პაკეტზე და საშუალება გექნება მაღალი ხარისხით შეინახო ფოტოები, ვიდეოები და სხვა ფაილები.
  • რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ ასევე დამატებით საჩუქრად მიიღებ ქლაუდის 5GB მეხსიერებას.

 

Lifebox-ით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით.

Lifebox ეპის გადმოსაწერად, მიყევი ბმულს.

 

დეტალურ ინფორმაციას 100 GB Cloud მეხსიერების გამოყენების შესახებ შეგიძლია გაეცნო აქ.