გაფრთხილება თაღლითობის მცდელობაზე

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

გაფრთხილება თაღლითობის მცდელობაზე

ძვირფასო აბონენტებო,

 

ბოლო დროს გახშირდა თაღლითობის მცდელობები, როდესაც უცნობი პირები უკავშირდებიან აბონენტებს, თავს “სელფის” თანამშრომლებად აცნობენ და სხვადასხვა აქციას, ფასდაკლებას ან მომსახურების პაკეტს სთავაზობენ. Ასევე არის შემთხევები, როდესაც მომხმარებლებს ეუბნებიან, თითქოს მათი სატელეფონო ნომერი შეიძლება გაუქმდეს და განახლებას საჭიროებს.

 

თაღლითებმა შესაძლოა გთხოვონ ბმულზე გადასვლა, უცნობი აპლიკაციის დაყენება ან პირადი, საბანკო მონაცემებისა და ერთჯერადი SMS-კოდების გაზიარება. ეს არის მცდელობა უკანონოდ მოიპოვონ თქვენი პირადი მონაცემები და/ ან ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია.

 

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე:

  • არ გადახვიდეთ უცნობ ან საეჭვო ბმულებზე
  • არ დააყენოთ აპლიკაციები უცნობი წყაროებიდან
  • არ გაუზიაროთ მესამე პირებს პირადი მონაცემები, საბანკო ინფორმაცია, პაროლები ან ერთჯერადი SMS-კოდები

 

გახსოვდეთ, რომ “სელფი” არასოდეს მოგთხოვთ ტელეფონით, SMS-ით ან მესენჯერის მეშვეობით პაროლების, საბანკო მონაცემების ან ერთჯერადი კოდების გაზიარებას!

 

“სელფის” აქციების, შეთავაზებებისა და გათამაშებების შესახებ სანდო ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

თუ მიიღებთ საეჭვო ზარს ან შეტყობინებას, გთხოვთ, მაშინვე შეუწყვიტოთ საუბარი, არ გადახვიდეთ გამოგზავნილ ბმულზე და არ შეასრულოთ უცნობი პირის მითითებები.

 

გმადლობთ სიფრთხილისთვის! თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა