მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში!

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში!

მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5 !

11 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, MyCellfie-აპში, შეგეძლება მიიღო მონაწილეობა სელფის სპორტულ ვიქტორინაში. მონაწილეობა სრულიად უფასოა და სამი გამარჯვებული სუპერპრიზით, PS5-ით დაჯილდოვდება!

როგორ ჩავერთო თამაშში?

  1. შედი Mycellfie აპლიკაციაში
  2. აირჩიე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
  3. გაიარე ავტორიზაცია შენი ნომრითა და ერთჯერადი SMS კოდით

 

მნიშვნელოვანია: თითოეულ ნომერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პროფილის შექმნა. მანიპულაციის ან რამდენიმე ანგარიშის გახსნის მცდელობა გამოიწვევს გათამაშებიდან დაბლოკვას.

 

პრიზები და თამაშის წესები

სელფის სპორტული ვიქტორინა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და პრიზის მოგება ყოველდღეა შესაძლებელი:

  • ყოველდღიური მატჩები: გააკეთე სწორი პროგნოზი, მატჩების წინა დღეს, ყოველდღიურ თამაშებზე და მიიღე 200 MB ინტერნეტი ყოველ სწორ პასუხზე

  • მთავარი პროგნოზი: აირჩიე ვინ გახდება წელს მსოფლიო ჩემპიონი და მიიღე 5GB ინტერნეტი 1 თვით, მსოფლიოს დასრულების შემდეგ. სწორი პასუხი დამატებით 500 ქულასაც მოგიტანს 

ქულების დაგროვება და მთავარი მარათონი:

ყოველდღიური პროგნოზებით (მიუხედავად იმისა, გამოიცნობ თუ არა) აგროვებ ქულებს:

  • გამოცნობის შემთხვევაში: 20-დან 500 ქულამდე
  • არასწორი პროგნოზებით მოიგებ: 5-დან 50 ქულამდე
  • ქულების ოდენობა დამოკიდებული იქნება მატჩის კვალიფიკაციაზე. მაგ: ჯგუფურ ეტაპზე, სწორი პროგნოზი დაჯილდოვდება 20 ქულით, ხოლო არასწორი 5-ით. ნახევარფინალში კი სწორი პასუხი 300 ქულას მოგიტანს, არასწორი - 50-ს.

 

ფინალური ჯილდოები ტოპ-მოთამაშეებისთვის

ვიქტორინის დასრულებისას, რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულის მქონე მომხმარებლები დასაჩუქრდებიან:

  • ტოპ-3 ლიდერი საჩუქრად მიიღებს Sony PlayStation 5-ს.
  • ტოპ-10 ლიდერი მიიღებს 1-წლიან სრულად ულიმიტო პაკეტს (ყველაფერი ულიმიტო).

 

თუ რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი ქულა დაუგროვდება, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდა და ჩაერთო თამაშში.

 

დამატებითი პირობები

  • ინტერნეტ პრიზები ნომერზე ავტომატურად დაგერიცხება მატჩის დასრულებიდან 48 საათში. მოგებული ბონუსების ქეშად კონვერტაცია ან სხვა ფორმით გაცვლა დაუშვებელია.
  • PlayStation 5-ის მისაღებად, გამარჯვებული უნდა ეწვიოს სელფის ცენტრალურ ოფისს პირადობის მოწმობითა და სათამაშოდ გამოყენებული ნომერით.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი ქსელურ ან ტექნიკურ ხარვეზებზე და იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების შემთხვევაში შეცვალოს პირობები ან შეაჩეროს ვიქტორინა.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა